მძღოლები, რომლებიც "მარშრუტკებში" კონდიციონერს არ ჩართავენ, დაჯარიმდებიან

მძღოლები, რომლებიც "მარშრუტკებში" კონდიციონერს არ ჩართავენ, დაჯარიმდებიან

ივლისის ცხელ დღეებში სიცხისგან გათანგულ მგზავრებს კიდევ ერთ დისკომფორტს ის ფაქტი უქმნის, რომ უმეტეს შემთხვევაში, მძღოლები არ რთავენ კონდიციონერებს. მგზავრთა უმეტესობა ფეხზე დგას და უჰაერობით გული უწუხს. მგზავრების მოთხოვნას, რომ ჩართული იყოს კონდიციონერი, სამარშუტო ტაქტის მძღოლები რამდენიმე არგუმენტით პასუხობენ, რომელთაგან ყველაზე ხშირად კონდიციონერის დაზიანებას ასახელებენ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ღიად ამბობენ, კონდიციონერები ბევრ საწვავს და შესაბამისად, მგზავრების გაგრილება მათთვის ზედმეტი დანახარჯია.

ამ პრობლემასთან დაკავშირებით Ambebi.ge თბილისის მიკროავტობუსების პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს, ნინო პოტრჟებსკაიას ესაუბრა.

- მძღოლები მგზავრების ხარჯზე აკეთებენ ეკონომიას. მათ არანაირი მიზეზი არ აქვთ იმისა, რომ ისაუბრონ გაფუჭებულ კონდიციონერებზე, რადგან სეზონის დადგომისთანავე ყველა მიკროავტობუსი შეკეთდა, შესაბამისად, კომპანია ავალდებულებს მძღოლებს, ჩართონ კონდიციონერები.

რაც შეეხება მძღოლების არგუმენტს, რომ მათთვის კონდიციონერის ჩართვა დამატებით თანხებთან არის დაკავშირებული, ნინო პოტრჟებსკაია აღნიშნავს, რომ მძღოლები საზაფხულო მოსაკრებელზე არიან გადასულები და თანხის პრობლემაც გადაჭრილია.

- კომპანიამ დააწესა სანქციები, რომლის მიხედვით, თუკი მგზავრმა მოითხოვა კონდიციონერი და არ ჩართო მძღოლმა, უნდა დაგვიკავშირდეს ცხელ ხაზზე. პირველ შემთხვევაში მძღოლი გაფრთხილდება, თუკი იგივე მძღოლი მეორედ შეინიშნება, იხსნება ორი კვირით ხაზიდან, ხოლო მესამე შემთხვევაზე ვწყვეტთ მასთან კონტრაქტს. ჩვენს მიერ შემუშავებული სანქციების მიუხედავად, ეს საკითხი პრობლემური რჩება", - ამბობს "ამბები.გე"-სთან საუბრისას ნინო პოტრჟებსკაია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მიკროავტობუსების კომპანიასთან დაკავშირება ცხელ ხაზზეა შესაძლებელი - 0322-200-340.

მარიამ ფარჯიანი, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ | დაუბანლობით გამოწვეული დაავადებები საქართველოში - "წარმოიდგინეთ, ცნობილ ადამიანებში ეს არც თუ ისე იშვიათია..."

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია