საქართველოში ციური სხეული დაეშვა - რას ყვება აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორი უჩვეულო მოვლენის შესახებ (+ფოტო)

საქართველოში ციური სხეული დაეშვა - რას ყვება აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორი უჩვეულო მოვლენის შესახებ (+ფოტო)

რაჭის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 24 ივლისს ნათება შენიშნეს. მათი ინფორმაციით, ციური სხეული საჩხერის მხრიდან ამბროლაურის მიმართულებით დაეშვა. მოვლენა სულ რამდენიმე წამს გაგძელდა. სპეციალისტები უჩვეულო შემთხვევას იკვლევენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით Ambebi.ge აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორს, მაია თოდუას ესაუბრა. მისი თქმით, ეს არის მეტეორი, ანუ დიდი ზომის ბოლიდები, რომელიც საკმაოდ იშვიათია. ობსერვატორიის ხელმძღვანლის თქმით, ეს ბოლიდები საფრთხეს არ წარმოადგენს მოსახლეობისათვის,  რადგან მეტეორი სავარაუდოდ, გზაში დაიწვა.

მარიამ ფარჯიანი, Ambebi.ge