ლევან ვასაძე: "კაზანტიპის" ჩატარება მიხეილ სააკაშვილის ოცნება იყო

ლევან ვასაძე: "კაზანტიპის" ჩატარება მიხეილ სააკაშვილის ოცნება იყო

"ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დააპირისპირონ მამების თაობა ჩვენს ახალგაზრდებს. თითქოს ჩვენ მათ ვუკრძალავთ გართობას და დასვენებას.  მეც ვყოფილვარ როკ კონცორტზე და ჯაზიც მიყვარს. ჯამფინგი და ბატუტზე ხტუნაობა ეს არის ფასადი... აბა იტყვიან, რომ ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ ღამე ღრეობა იყოს და ტაბლეტები გავავრცელოთ, სექსუალური გარყვნილება დავნერგოთ და ამისთვის შემოგვიშვითო?" - ეს განცხადება ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში  ანაკლიაში დადეგმილ "კაზანტიპის" ფესტივალთან დაკავშირებით გააკეთა.

"კაზანტიპი" არ არის მუსიკალური ფესტივალი. ის გაფორმებულია როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მას აქვს ძალიან მკაფიოდ გამოხატული იდეოლოგია, იქ ხდება მასიური მოხმარება ნარკოტიკების. საქართველოში რომ ნარკოტიკების მოხმარება მიუღებელია, ვიცით, მაგრამ კიკეთში ყოველ ზაფხულს ტარდება "კიკეთი ოპენ აირ" სადაც სასწრაფო სასწრაფოზე მოდის, გაყავთ ახალგაზრდები. ეს იცის ყველამ, მაგრამ ერთხელ არავინ დაუკავებიათ იქ ნარკოტიკების გავრცელება-მოხმარებაზე. კაზანტიპი მიმაჩნია სექტანტურ ორგანიზაციად, ამ ტიპის ღონისძიებებს რაღაცა ძალა მფარველობს, მე არ მინდა მისტიციზმებში გადავვარდე, რომელიც მართავს ყველაფერს, მათ შორის ჩვენს პოლიციასაც. ვინ დამაჯერებს, ახლა პოლიციამ არ იცის კიკეთში რა ხდება?! შეხედეთ კადრებს, "კიკეთი ოპენ აირ"-ის მერე გამობენტერებული ბავშვების სახეებს და რომელი მათგანია ფხიზელი?! იგივე ხდება კაზანტიპზეც - ნარკოტიკები ერთი პრობლემა, გარყვნილება, ჯგუფური სექსუალური ვახკანალია - მეორე. ბატონი სიგუა რომ ადვოკატობს ახლა, საკუთარ მეგრულ გვარს მაინც სცეს პატივი. არგუმენტი იმის შესახებ, რომ ეს ფულს შემოიტანს, არის უბადრუკი. საქართველოში მილიონზე მეტი ტურისტი შემოდის წელიწადში და 10 000 ტურისტის ჩამოსვლა, ელემენტარული არითმეტიკაა, 1 პროცენტია",-აცხადებს ვასაძე.

მისივე თქმით, "კაზანტიპის" ჩატარება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოცნება იყო. "მიშას ოცნება იყო, რომ მთელი საქართველო კაზანტიპად ექცია. არ გვახსოვს?! ჩვენი ქვეყნის იმდროინდელი პრეზიდენტი მოუწოდებდა ახალგაზრდებს კომკავშირული ტიპის ბანაკებში ბუჩქებში სიყვარულისკენ. ამ კაცის ოცნება იყო. მე არ მესმის ახალმა ხელისუფლებამ, რომელმაც დაამხო ის ხელისუფლება, რატომ გადაწყვიტა ჩაატარებინოს კაზანტიპი", - აღნიშნა ვასაძემ.

ნახეთ ვიდეო

"შემიძლია დავიტრაბახო, შესაძლოა ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი ძლიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც თბილისს" - კალაძე

"ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გერმანულ უწყებებთან მქონდა კონტაქტი და..." - რას ამბობს ელჩი სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებზე?

"პანდემიისას უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა - ოჯახების გარკვეულ კატეგორიას ბიუჯეტიდან სჭირდებათ დახმარება" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე