გიორგი სიგუას 7 ბოდიში და აღიარება პირდაპირ ეთერში

გიორგი სიგუას 7 ბოდიში და აღიარება პირდაპირ ეთერში

"რუსთავი 2"-ის "ბიზნესკურიერის" ეთერში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ, პირდაპირი ეთერის 2 წუთი ითხოვა უჩვეულო აღიარებისთვის. სიგუამ ბოდიში მოუხადა მისი ოჯახის წევრებს, მეგრელ ქალბატონს, რომელსაც ზუგდიდში ყოფნის დროს პიკანტური შეკითხვით მიმართა, ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და ყველას, "ვისთვისაც ოდესმე უწყენინებია".

"მე დამიგროვდა ძალიან ბევრი ბოდიში სათქმელი ძალიან ბევრი ადამიანისთვის. შევეცდები ყველა ეს ბოდიში ერთად ვთქვა, თქვენს ეთერში ექსკლუზიურად. რათა ამ ბოდიშების თემას დაესვას წერტილი.

პირველ რიგში მე ვუხდი ბოდიშს მამაჩემს. რომელიც არის დაავადებული სიმსივნით და ხშირად მირეკავს. მე კი იმის გამო, რომ ვარ ძალიან დაკავებული, ვერ ვახერხებ ტელეფონის აღებას ხშირად და მავიწყდება გადარეკვა.

მინდა მოვუხადო ბოდიში ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც კვირაობით ვერ მნახულობენ. ჩემი სამი წლის ბიჭს, რომელსაც მე ტრაილერის მძღოლი ვგონივარ, იმიტომ, რომ მანქანით დამაქვს სამი სხვადსხვა ხელი ტანსაცმელი, ბალიში, საბანი, რადგან ხან ვარ მთაში, ხან ღრეში, ხან კანიონში, ხან ჩანჩქერში და ა.შ.

მინდა მოვუხადო ბოდიში ჩემს მეუღლეს, რომელიც ხშირად საერთოდ ვერ მნახულობს და მეუბნება, გამოჩნდი მაინც, რომ დავინახო როგორ გამოიყურებიო.

მინდა მოვუხადო ბოდიში ქალბატონს, მარიკა თოდუას ზუგდიდში. ჩემი არაეთიკური გამონათქვამისთვის.

მინდა მოვუხადო ბოდიში ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, იმიტომ, რომ მას უწევს ჩემს მაგივრად ბოდიშის მოხდა და მინდა ასევე მას მოვუხადო ბოდიში, რომ ვუქმნი უხერხულობებს ჩემი არაორდინალური საქციელით და მოვუხადო ბოდიში იმის გამო, რომ ვერ დავტოვებ თანამდებობას და ვერ წავალ ამ სამსახურიდან, იმიტომ, რომ ჩემი მრავალშვილიანი ოჯახისთვის და ჩემი მშობლებისთვის, ჩემი თანამდებობის სარგო არის ერთადერთი შემოსავალის წყარო.

მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ოდესმე მიწყენინებია. მინდა მოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს ვისაც ვაღიზიანებ ჩემი არსებობით.

მინდა ბოდიში მოგიხადოთ თქვენ, რომ წაგართვით ამდენი დრო.

მინდა ვთქვა, რომ ეს სიცოცხლე არის წამიერი და არვინ არ იცის, რა მოხდება ხვალ. როდის მოხდება შენს თვითმფრინავს ჰაერში ვიღაც სულელის მიერ გამოსროლილი რაკეტა და დამთავრდება ყველაფერი.  ამიტომ დავაფასოთ ყველა წამი. ყველა მომენტი, ყველა მზის ჩასვლა. ჩვენი ენერგია, ჩვენი უნარი ერთმანეთთან კინკლაობაში კი არა, სიყვარულში, მოფერებაში, გატანაში და ერთმანეთზე მზრუნველობაში დავხარჯოთ", - დაასრულა ბოდიშების სერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ.

ნახეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია