ბიჭი ლიმონებით - 14 წლის ქუთაისელი ბიჭი 7 წელიწადია ექვსსულიან ოჯახს არჩენს

ბიჭი ლიმონებით - 14 წლის ქუთაისელი ბიჭი 7 წელიწადია ექვსსულიან ოჯახს არჩენს

- მომიყევი შენზე, რა დავწერო? ვეკითხები ბაჩო ქათამაძეს... ის 7 წელია ქუთაისში ლიმონის გაყიდვით არჩენს ოჯახს. 14 წლის ბიჭს თითები სულ დაყვითლებული აქვს - ხელში მუდამ ლიმონი აქვს ჩაბღუჯული, მისი ფერი დაბანის შემდეგაც არ სცილდება.

- რა უნდა დაწეროთ?! იმდენად უკვირს, რომ უცებ პასუხს ვერ ვპოულობ, - იქნებ ეს ჩვეულებრივი რამ არის, რომ 14 წლის ბიჭი ექვსულიან ოჯახს ინახავს, რომ პატარა დები არა დედისა და მამის, არამედ მის მოსვლას ხვდებიან კარში გამოვარდნილები, - რა მოგვიტანაო.

არა, ეს არ არის ჩვეულებრივი რამ. ჩვეულებრივი ის არის, რომ 14 წლის ბიჭი სკოლაში დადის, ხელში ლიმონი კი არა, კალამი უჭირავს, რომ გაკვეთილების შემდეგ ადამიანურ სადილს მიირთმევს და ქუჩაში 6-7 საათის მანძილზე მშიერი და მწყურვალი არ დაწანწალებს იმისთვის, რათა ოჯახის გამოსაკვები ფული იშოვოს. ბაჩო კი 7 წელიწადია ქუთაისში მერიასთან მიმდებარე ქუჩებს არ მოშორებია და ზამთარ-ზაფხულს ხმა აქვს ჩახლეჩილი ”ლიმონის” ძახილით. ვიდრე ბოლო ცალ ლიმონს არ გაყიდის, ის ამ ადგილებიდან ფეხს არ იცვლის. საღამოს კი ოჯახში ამ გაუსაძლისი მუშაობით ნაშოვნი ფული მიაქვს, - 5-6 ლარი. მიაქვს იმიტომ რომ მისმა პატარა დებმა ლიკამ, მეგიმ და ბებიამ არ იშიმშილონ.

ალბათ იკითხავთ, კი მაგრამ, ბაჩოს მშობლები არ ჰყავსო? როგორ არა, მაგრამ მამა დღიურ სამუშაოსაც თითქმის ვერასოდეს შოულობს; დედა კი ბაჩოსავით ვაჭრობს ბაზარში, - ოღონდ ”პოსლეზე” და ოღონდ, - ჩაით, რასაც რომ არა ბაჩოსგან გაგზავნილი კლიენტები, მუშტარიც არ ეყოლებოდა. ბაჩოს კი შედარებით უმართლებს, - ქუთაისში ვინც იცნობს, ლიმონს მისგან ყიდულობს - ამ ფულით ქათამაძეების ოჯახი ბინის ქირას (100 ლარი) იხდის, წამლებს და პურს ყიდულობს.. მაგრამ თუ პური გაქვს, ესე იგი არ გშია...

- ბაჩო, ლიმონის გაყიდვა როდის დაიწყე?

- როცა 7 წლის ვიყავი. სხვა ბავშვებს რომ ყველაფერი ჰქონდათ, მეც მინდოდა, ყველაფერი მქონოდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია