"უფლის სასჯელი დაატყდება ქართველ ერს" - აქცია თბილისში "კაზანტიპის" წინააღმდეგ

"უფლის სასჯელი დაატყდება ქართველ ერს" - აქცია თბილისში "კაზანტიპის" წინააღმდეგ

მთავრობის კანცელარიასთან "კაზანტიპის" ფესტივალის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აქციაზე სასულიერო პირებთან ერთად მრევლიც იმყოფებოდა.

"კაზანტიპის" ფესტივალის საწინააღმდეგო აქციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე პეტიცია წაიკითხეს, რის შემდეგაც პეტიციაზე ხელმოწერები შეგროვდა.

როგორც პეტიციაშია აღნიშნული, ანაკლიაში დაგეგმილია თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული ე.წ. კაზანტიპის ფესტივალის გამართვა, რომელიც ემსახურება გარყვნილების დანერგვას და მიმართულია ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ.

"ცნობილია, რომ ფესტივალი არის ახალგაზრდების მიერ ნარკოტიკების მასიურად მოხმარების ადგილი, რაც კიდევ უარესია. მისი ორგანიზატორები მას არ მიიჩნევენ უბრალოდ მუსიკალურ ფესტივალად, გაფორმებული ჰყავთ ეს ორგანიზაცია დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით, ჰყავთ მთავრობა და აქვთ საკუთარი კანონები და წესები. ამრიგად, ფესტივალის ტერიტორიაზე ისინი ცნობენ ამ არალეგიტიმურ წარმონაქმნის სტრუქტურებს. ამგვარად, ისინი არღვევენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის იურისდიქციას და არიან არა ფესტივალის, არამედ მკვეთრად გამოხატული სექტის თვისებების მატარებელი ორგანიზაცია", - აღნიშნულია პეტიციაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ გაუგებარია, რა მოსაზრებების გამო დათანხმდა ქართული სახელმწიფო საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის კატეგორიულად მიღებული ფესტივალის ჩატარებას.

"დაუშვებელია, რომ საზოგადოების ნების იგნორირება ნორმად გადაიქცეს, იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მთავრობა გაითავისებს პასუხისმგებლობას, არ დაურპირისპირდება საზოგადოებას და არ დაუშვებს ამ ფესტივალის გამართვას", - აღნიშნულია პეტიციაში, რომელსაც ხელს აწერენ პეტიციის ინიციატორთა ჯგუფის წარმომადგენლები, ლევან ვასაძე, იოსებ მანჯავიძე და ზვიად ტომარაძე.

აქციაზე მყოფმა სასულიერო პირებმა მედიასთან კომენტირებისგან თავი შეიკავეს, მათ მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ეთანხმებიან "კაზანტიპთან" დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას და დღევადელ აქციაზე მოსვლის მიზეზიც სწორედ ეს არის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია