"კაზანტიპი" და საფრთხეები: ლევან ვასაძე მოსახლეობას "ჯგუფურ გახრწნილებასა" და ნარკოტიკების მასობრივ მოხმარებაზე აფრთხილებს

"კაზანტიპი" და საფრთხეები: ლევან ვასაძე მოსახლეობას "ჯგუფურ გახრწნილებასა" და ნარკოტიკების მასობრივ მოხმარებაზე აფრთხილებს

მთავრობის ადმინისტრაციასთან, 19:30 საათზე, "კაზანტიპის" ფესტივალის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორი ბიზნესმენი ლევან ვასაძე იყო. მოგვიანებით, მან ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა განაცხადა, რომ სამოქალაქო პეტიციას, რომელიც "კაზანტიპის" ფესტივალს აპროტესტებს, უერთდება.

ლევან ვასაძე, ბიზნესმენი:

- მე არ ვარ ამ აქციის ორგანიზატორი. მე პეტიციის საინიციატივო ჯგუფის წევრი ვარ და მიმაჩნია, რომ ეს ფესტივალი არ უნდა ჩატარდეს.

- რატომ არის მიუღებელი თქვენთვის ეს ფესტივალი?

- იმიტომ, რომ ეს მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი არ არის. ეს კვაზისექტანტური ორგანიზაციაა, სადაც ნარკოტიკების მასობრივ მოხმარებასა და ჯგუფურ გახრწნილებას აქვს ადგილი. ეს სისაძაგლე სჭირდებათ იმ ქვეყნებს, რომელთაც სხვა არაფერი აქვთ შესათავაზებელი ტურისტებისთვის. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ქვეყანა, ზღაპრული ბუნებით, პოტენციალით და კულტურული და ეკოტურიზმი უნდა განვავითაროთ და არა ორგიების ტურიზმი.

- მიგაჩნიათ, რომ ორგიები და ნარკოტიკების მასობრივი მოხმარება დაშვებული იქნება?..

- კი არ მიმაჩნია, ვიცი, რომ იქნება. თქვენ გჯერათ, იმის, რასაც ისინი ჰყვებიან - უბრალოდ "სკუტერებით" ვსეირნობთ და ბატუტზე ვხტუნაობოთ?.. ყველამ იცის, რომ ნარკოტიკების მასიური მოხმარება და სექსუალური ორგიები იქნება, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს და პრინციპებს, ეს შეურაცხმყოფელია როგორც სამეგრელოსთვის, ისე მთლიანად საქართველოსთვის. გაოგნებული ვარ, - რატომ ვაკეთებთ ამას?!.. ეს თავის დროზე "ნაციონალების" პროექტი იყო, მათი ინიციატივით დაიწყო ამაზე საუბარი და მიკვირს, ამ მთავრობამ რატომ უნდა გააგრძელოს ეს პოლიტიკა.

ასევე დაგაინტერესებთ | "შიშველი სიმართლე" კაზანტიპზე: რა ხდება რეალურად ფესტივალზე, რომელსაც მთელი საქართველო ელის (+VIDEO)

- ხელისუფლების განცხადებით, რაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია, დასჯადი იქნება ფესტივალზეც...

- თავისუფალი სექსი არ ისჯება კანონით. გარდა ამისა, ერთ ამბავს გიამბობთ, - ყოველ წელს ვისვენებ ჩემს საყვარელ კიკეთში, სადაც ტარდება ასეთივე ფესტივალი, უბრალოდ ბევრად უფრო მცირე მასშტაბის, "Kიკეტი Oპენ Aირ" და ლამის ყოველ ღამე სასწრაფო სასწრაფოზე მოდის, ზედმეტი დოზისგან და გულის რევისგან გათიშული ახალგაზრდები, ლამის ეშელონებით გაჰყავთ. ეს ყოველწლიურად მეორდება და ასეთ რამეებში პატრული არ ერევა, რადგან უფრო "ზემოთ" წყდება ყველაფერი. ფაქტია, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებებს ვიღაც აფარებს ხელს.

- თავიდანვე ითქვეს, რომ ეს ადგილობრივ მენტალობაზე მორგებული იქნებოდა...

- მაინც როგორ, ყაბალახებში ჩაცმულები გაიკეთებენ ნარკოტიკს თუ ჩოხა-ახალუხით იხტუნევებენ ბატუტზე?!. აბა რას გეტყვიან, ნარკოტიკებს გავიკეთებთ და სექსუალურ ორგიებს მოვაწყობთ და თუ შეიძლება შეგვიშვითო?

- ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლა საკმაოდ ძვირი ღირს, ბატონო ლევან...

- კი ბატონო, მაგრამ რა ძვირი ეს არის, ათასობით ახალგაზრდა 600 ლარს გადაიხდის, შევა, მოიხმარს ნარკოტიკს, გაირყვნება სექსუალურად, შემდეგ კი გამოვა და ისეთი ცხოვრებას გააგრძელებს დანარჩენ საქართველოშიც.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

(გამოდის ორშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია