პრეზიდენტის მეამბოხე ქალიშვილი ანა მარგველაშვილის სკანდალები და პიკანტური ამბები

პრეზიდენტის მეამბოხე ქალიშვილი ანა მარგველაშვილის სკანდალები და პიკანტური ამბები

მსოფლიო ლიდერების პირადი ცხოვრება ყოველთვის საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მისი ოჯახის წევრების ინტერვიუები ქართულ პრესაში თითქმის ყოველ კვირას იბეჭდებოდა.

დღემდე აქტუალურია მისი შვილიშვილი სოფო შევარდნაძე, რომელიც ბოლო დროს საქართველოს, ძირითადად, ცეკვის კონკურსის ჟიურის ამპლუაში სტუმრობს.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახიც ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში. მართალია, სანდრა რულოვსი პრესასთან ურთიერთობისგან თავს იკავებდა, მაგრამ პირველ ქალბატონზე ყოველთვის იბეჭდებოდა სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია.

რაც შეეხება სააკაშვილს, გარდა პოლიტიკური თემებისა, მედია მუდმივად ინტერესდებოდა მისი ურთიერთობებით სხვადასხვა ცნობილ ქალბატონთან, რაზეც ხმები განუწყვეტლივ ვრცელდებოდა. მაშინდელ პრეზიდენტთან ნაცნობობის ან ერთხელ გადაღებული ფოტოს გამო არაერთი გოგონა მოხვედრილა ჭორების ეპიცენტრში.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის პირადი ცხოვრება ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში გახდა სალაპარაკო. გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურად დაქორწინებული არ გახლავთ, ამიტომ მისი ურთიერთობა მაკა ჩიჩუასთან დღემდე განსჯის საგანია.

მხარდამჭერების ნაწილი მარგველაშვილისგან პირდაპირ ითხოვდა, რომ საყვარელ ქალბატონთან ხელი მოეწერა, მაგრამ ჩიჩუა-მარგველაშვილის წყვილს დღემდე არ შეუსრულებია მათი თხოვნა. მაკა ოფიციალურ ღონისძიებებზე მუდმივად ჩნდება პრეზიდენტის გვერდით, თუმცა დღემდე გასარკვევია, ვინ არის პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა თუ პრემიერ-მინისტრის მეუღლე – ნუნუკა თამაზაშვილი.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკა ჩიჩუა ბავშვს ელოდება, თუმცა ეს ამბავი დღემდე მხოლოდ ჭორის დონეზე დარჩა. შესაძლოა, პრეზიდენტმა და მისმა საყვარელმა ქალმა ახლა მაინც მოისურვონ თავიანთი ურთიერთობის დაკანონება, თუკი ჭორი მათი ერთობლივი შვილის შესახებ სიმართლეს შეესაბამება...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია