ვანში დინებით გატაცებული მანქანის 5 მგზავრიდან 3 დაიხრჩო - ტრაგედიის დეტალები

ვანში დინებით გატაცებული მანქანის 5 მგზავრიდან 3 დაიხრჩო - ტრაგედიის დეტალები

ვანის რაიონში მაშველებმა წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ცხედრებს მიაგნეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ვანის გამგებელმა , ზაზა ხურციძემ განუცხადა, ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო, რომელზეც მანქანა მოძრაობდა, რომელიც დინებამ წაიღო. მანქანაში ხუთი ადამანი იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, გადარჩა ორი მგზავრი, სამი ადამიანი კი დაიხრჩო.

"მაშველებმა ერთი გარდაცვლილი გუშინვე იპოვეს, ორი მათგანს კი დღეს დილით მივაკვლიეთ", - განაცხადა ხურციძემ.

წყალდიდობის ადგილზე ჩავიდა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. მისი ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელიც ზარალს დაადგენს.

"სამწუხარო, რომ ასეთი უბედურება დატრიალდა გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. ამასთან, ჩვენ დავიწყებთ დათვლას იმ ზარალის, რაც მიადგა მოსახლეობას და მაქსიმალურად შევეცდებით მის ანაზღაურებას", - განაცხადა ხადურმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია