"ერთ ღა­მე­ში 17 ადა­მი­ა­ნი ამო­ხო­ცეს" - ელაშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში მომ­ხ­და­რი სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია

"ერთ ღა­მე­ში 17 ადა­მი­ა­ნი ამო­ხო­ცეს" - ელაშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში მომ­ხ­და­რი სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია

სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჯუ­გა­ან­ში დღე­საც დგას სახ­ლი, რომ­ლის კედ­ლე­ბიც დი­დი ტრა­გე­დი­ის მომ­ს­წ­რეა. იქ ახ­ლა აღა­რა­ვინ ცხოვ­რობს და მხო­ლოდ ჭირ­ნა­ხუ­ლის შე­სა­ნა­ხად იყე­ნე­ბენ. წი­ნათ სახ­ლი გა­ცი­ლე­ბით დი­დი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე ძმას წი­ლი გა­უ­ტა­ნია, თა­ვი­სი კუთ­ვ­ნი­ლი ოთა­ხე­ბი მო­უშ­ლია და სხვა­გან და­სახ­ლე­ბუ­ლა... ვერ აღ­ვ­წერ, რო­გო­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბა იყო, რო­ცა იმ ოთახ­ში ვი­დე­ქი, სა­დაც სის­ხ­ლის ღვრა მო­აწყ­ვეს რუ­სუ­ლი, მე-11 არ­მი­ის ჯა­რის­კა­ცებ­მა... იქ დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის ყვე­ლა სუ­რა­თი თვალ­წინ და­მიდ­გა... ერთ ოჯახ­ში, ერთ ღა­მეს ამო­ხო­ცი­ლი 17 ადა­მი­ა­ნის კვნე­საც კი ჩა­მეს­მა თით­ქოს, რომ­ლე­ბიც შვე­ლას ითხოვ­დ­ნენ... ფეხ­მ­ძი­მე ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შ­ვე­ბის ხმე­ბი... მერ­წ­მუ­ნეთ, იმ კედ­ლებს დღე­საც ახ­სოვთ ის სა­ხე­ე­ბი... ბუ­ხა­რი, რო­მელ­მაც ოჯა­ხის ერ­თი პა­ტა­რა წევ­რი გა­და­არ­ჩი­ნა, ამო­შე­ნე­ბუ­ლია... დე­და­ბო­ძი კი ისევ მყა­რად დგას და ცოდ­ვით დამ­ძი­მე­ბულ კედ­ლებს ჩა­მოქ­ცე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს.

სახ­ლი ელაშ­ვი­ლე­ბის გვა­რის კუთ­ვ­ნი­ლე­ბაა... მის ეზო­ში ახ­ლა 2 კა­პი­ტა­ლუ­რი შე­ნო­ბა დგას და 2 ოჯა­ხი ცხოვ­რობს... გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა სურ­ვი­ლია, სახლს ძვე­ლე­ბუ­რი იერი და­უბ­რუ­ნონ და მო­მა­ვალ თა­ო­ბას მუ­ზე­უ­მად შე­მო­უ­ნა­ხონ...

75 წლის ჯე­­ნე­რი ელაშ­ვი­ლი იმ ღა­მით შემ­თხ­ვე­ვით გა­დარ­ჩე­ნი­ლი ბე­სო ელაშ­ვი­ლის ვა­ჟია. ბე­სო მა­შინ 10 წლის იყო და სხვა სო­ფელ­ში, მა­მი­დას სტუმ­რობ­და. ცოცხა­ლიც ამი­ტომ გა­დარ­ჩა.

ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­იწყო:

ტი­ტი­კო (ტი­ტა) ელაშ­ვი­ლი ობ­ლო­ბა­ში იყო გაზ­რ­დი­ლი. მა­მა ად­რე და­ე­ღუ­პა და დე­დამ გე­რად მი­იყ­ვა­ნა მე­ო­რე ქმარ­თან. რო­ცა ტი­ტია წა­მო­ი­ზარ­და, ვინ­მე გულ­ბა­ათ ქარ­თ­ვე­ლიშ­ვილს მი­ა­ბა­რეს შე­გირ­დად, რო­მელ­საც მის­თ­ვის ცხვრის ტყა­ვე­ბის გა­მოქ­ნა, და­მუ­შა­ვე­ბა და ტყა­პუ­ჭე­ბის შე­კერ­ვა უს­წავ­ლე­ბია. ტი­ტა ნი­ჭი­ე­რი შე­გირ­დი აღ­მოჩ­ნ­და და ხე­ლო­ბას ისე მა­ლე და­ე­უფ­ლა, რომ ცო­ტა ხან­ში მთელ ქი­ზიყ­ში გა­ით­ქ­ვა კარ­გი მეტყა­ვის სა­ხე­ლი. ხე­ლო­ბის გა­მო მას მეტყა­ვე ტი­ტა შე­არ­ქ­ვეს, ოჯახს კი - მეტყა­ვი­ანთ ოჯა­ხი.

ტი­ტა მარ­თა­ზე და­ქორ­წინ­და და 8 შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ - 6 ვა­ჟი და 2 გო­გო­ნა. მა­თი ოჯა­ხი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი გახ­ლ­დათ... ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი გა­ათხო­ვა, ერ­თი ვა­ჟი მო­უკ­ვ­და. ტი­ტა 5 ვაჟ­თან და მათ ოჯა­ხებ­თან (28 სუ­ლი) საკ­მა­ოდ დიდ სახ­ლ­ში ცხოვ­რობ­და. შეკ­რუ­ლი ოჯა­ხი ჰქონ­დათ. საქ­მე გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი იყო. ყვე­ლამ იცო­და, რა უნ­და ეკე­თე­ბი­ნა. თან ერ­თი და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნი ჰქონ­დათ - ოჯა­ხის ყვე­ლა შრო­მი­სუ­ნა­რი­ან წევრს უნ­და ეშ­რო­მა. მა­მის სურ­ვი­ლი იყო, რომ შვი­ლე­ბი არ დაქ­საქ­სუ­ლიყ­ვ­ნენ და ერ­თად ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ. ამი­ტომ ცხოვ­რობ­დ­ნენ ერ­თად. გა­ყო­ფი­ლი არა­ფე­რი ჰქონ­დათ - სა­ერ­თო დოვ­ლათს ქმნიდ­ნენ. ამი­ტო­მაც იყო, რომ საკ­მა­ოდ წელ­გა­მარ­თუ­ლად ცხოვ­რობ­დ­ნენ და ელაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი იყო.

1921 წლის თე­ბერ­ვალ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რუ­სუ­ლი მე-11 არ­მია შე­მო­ვი­და და ქვეყ­ნის გა­საბ­ჭო­ე­ბა მო­ახ­დი­ნა. რუ­სი სამ­ხედ­რო­ე­ბი თავ­ნე­ბობ­დ­ნენ, მო­სახ­ლე­ო­ბას ავიწ­რო­ებ­დ­ნენ. სწო­რედ იმის გა­მო, რომ არა­ვის შე­ე­წუ­ხე­ბი­ნა, ერთ-ერ­თი რუ­სი ოფი­ცე­რი, ვინ­მე პე­ჩინ­ს­კი მეტყა­ვი­ანთ ოჯახ­მა ნათ­ლი­ად მო­ი­კი­და.

ერ­თხელ ახ­ლობ­ლებ­მა მეტყა­ვი­ანთ ოჯახს გო­ჭი აჩუ­ქეს. ამათ "ა­ბარ­ტყეს" და ერ­თი გო­ჭი დიდ კოლ­ტად აქ­ცი­ეს.

ერთ კვი­რადღეს ბოდ­ბის­ხე­ვის ბა­ზარ­ში 300 ღო­რი გა­ყი­დეს. აღე­ბუ­ლი ფუ­ლით ტო­მა­რა გა­ავ­სეს, ურემ­ზე შე­აგ­დეს და ში­ნი­სა­კენ გას­წი­ეს. ვინ­მე მჭედ­ლიშ­ვილს და­უ­ნა­ხავს, ტო­მა­რა ფუ­ლით რომ გა­ავ­სეს.

- სად მი­დი­ხართ და რა მი­გაქ­ვ­თო? - უკითხავს.

ამა­თაც ალა­ლად უპა­სუ­ხი­ათ, - ღო­რე­ბი გავ­ყი­დეთ და ფუ­ლი მიგ­ვაქ­ვ­სო. შემ­დეგ ეს კა­ცი შინ და­პა­ტი­ჟეს და აქე­ი­ფეს კი­დეც.

დიდ­ძა­ლი ფუ­ლის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის სურ­ვილ­მა შე­იპყ­რო მჭედ­ლიშ­ვი­ლი. წი­თელ­წყა­რო­ში, ნა­წილ­ში მი­ვი­და და ელაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ნათ­ლი­ის ძმას მო­ახ­სე­ნა, - დიდ­ძა­ლი ფუ­ლის შოვ­ნა შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ხალ­ხი მჭირ­დე­ბა, რად­გან ოჯახ­ში ბევ­რ­ნი არი­ან და შე­საძ­ლოა, წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა გაგ­ვი­წი­ო­ნო.

ელაშ­ვი­ლე­ბის სახ­ლი უზარ­მა­ზა­რი ვე­ნა­ხის შუ­ა­ში მდგა­რა. ახ­ლოს მე­ზო­ბე­ლი არ ჰყო­ლია. 3 ძმა და ერთ-ერ­თის ვა­ჟიშ­ვი­ლი მინ­დორ­ში ცხვარ-ძრო­ხა­სა და ღო­რებს მწყემ­სავ­დ­ნენ. და­ნარ­ჩე­ნე­ბი შინ იყ­ვ­ნენ.

20 დე­კემ­ბ­რის ცი­ვი და ქა­რი­ა­ნი ამინ­დი იდ­გა, რაც თავ­დას­ხ­მის­თ­ვის ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბა გახ­ლ­დათ, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი სახ­ლებ­ში იყ­ვ­ნენ შე­ყუ­ჟუ­ლი და ხმა­ურს ვე­რა­ვინ გა­ი­გო­ნებ­და. თავ­დამ­ს­ხ­მე­ლე­ბი მეტყა­ვი­ანთ სახ­ლთან ახ­ლოს, დი­დი კაკ­ლის ძირ­ში შე­ჩერ­დ­ნენ და მხნე­ო­ბის­თ­ვის რამ­დე­ნი­მე ჭი­ქა არა­ყი გა­დაკ­რეს. კარ­გა ხნის დაბ­ნე­ლე­ბუ­ლი იყო და მა­თი ყვე­ლა ქმე­დე­ბა გა­რე­შე თვა­ლის­თ­ვის შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი რჩე­ბო­და. ამ დროს ორ­ღო­ბე­ში ჯუ­გა­ა­ნე­ლი ილა დო­ლაშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნ­და, რო­მე­ლიც ში­ნი­სა­კენ მი­იჩ­ქა­რო­და. ყა­ჩა­ღებ­მა ილა გა­ა­ჩე­რეს და უთხ­რეს:

- მეტყა­ვი­ან­თას მი­დი და გა­აფ­რ­თხი­ლე, რომ თუ რა­მე იარა­ღი აქვთ, გა­და­მა­ლონ, თო­რემ ბოლ­შე­ვი­კე­ბი მი­დი­ან შე­მოწ­მე­ბა­ზე და თუ იარაღს აღ­მო­უ­ჩე­ნენ, გა­ა­ციმ­ბი­რე­ბე­ნო.

ეს იმის­თ­ვის დას­ჭირ­დათ, რომ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა ვერ გა­ე­წი­ათ ელაშ­ვი­ლებს.

ილა დო­ლაშ­ვი­ლი მეტყა­ვი­ან­თას მი­ვი­და და და­ნა­ბა­რე­ბი სო­სი­ა­სა და ნი­კოს გა­დას­ცა. იმა­თაც მო­აგ­რო­ვეს, თუ რამ იარა­ღი ჰქონ­დათ და ამ­ბარ­ში ჩაყ­რილ ხორ­ბალ­ში გა­და­მა­ლეს.

ამა­სო­ბა­ში თავ­დამ­ს­ხ­მე­ლე­ბიც მო­ვიდ­ნენ და ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი, დი­დი თუ პა­ტა­რა, ერთ ოთახ­ში მო­ამ­წყ­ვ­დი­ეს.

ყა­ჩა­ღებ­მა პირ­ველ რიგ­ში, ფუ­ლი და ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი მო­ითხო­ვეს. ქა­ლებს სამ­კა­უ­ლე­ბი მო­ახ­ს­ნე­ვი­ნეს და ფუ­ლის ძებ­ნა და­იწყეს. ალ­ბათ იფიქ­რეს, რომ ტომ­რით მო­ტა­ნილ ფულს ბა­ლი­შებ­ში გა­და­მა­ლავ­დ­ნენ და მათ დაჭ­რა-და­ხე­ვას მიჰ­ყ­ვეს ხე­ლი. სწო­რედ ამ დროს, ოჯა­ხის უფ­როს­მა დი­ა­სახ­ლის­მა, მარ­თა ბე­ბი­ამ (ტი­ტას ცო­ლი) სა­უ­ბე­დუ­როდ, მძარ­ც­ველ­თა შო­რის ნათ­ლი­ის ძმა ამო­იც­ნო და და­ა­ნა­მუ­სა, - რა­ტომ არა გრცხვე­ნია, ჩვე­ნი ნათ­ლი­ის ძმა არა ხარ? რა­ტომ გვძარ­ც­ვა­ვო?

პე­ჩინ­ს­კის შე­ე­შინ­და და გას­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა, - ერ­თი­ა­ნად თუ არ ამოვ­ხო­ცეთ, ცი­ხე­ში ჩაგ­ვ­ყ­რი­ა­ნო.

არ­ყით შე­ზარ­ხო­შე­ბულ კა­ვა­ლე­რის­ტებს ბრძა­ნე­ბის გა­მე­ო­რე­ბა არ დას­ჭირ­ვე­ბი­ათ. ხმლე­ბი­თა და კა­რა­ბი­ნე­ბით და­ე­რივ­ნენ უიარა­ღო ადა­მი­ა­ნებს და უმოწყა­ლოდ და­უწყეს ჩე­ხა. არ არ­ჩევ­დ­ნენ დიდ­სა და პა­ტა­რას, ქალ­სა და კაცს.

რო­ცა მომ­ხ­დუ­რებ­მა იფიქ­რეს, რომ ცოცხა­ლი აღა­რა­ვინ დარ­ჩა, ფუ­ლის ძებ­ნას თა­ვი და­ა­ნე­ბეს და სას­წ­რა­ფოდ გა­ქუს­ლეს. ასე გა­დარ­ჩა გა­ტა­ცე­ბას ერ­თი ტო­მა­რა ფუ­ლი, რო­მე­ლიც იქ­ვე, ბუ­ხარ­თან იდო (სხვა ვერ­სი­ით - გან­ჯი­ნა­ში).

დი­ლით ჯუ­გა­ან­ში სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი გავ­რ­ცელ­და მეტყა­ვი­ანთ ამო­ხო­ცი­ლი ოჯა­ხის შე­სა­ხებ. მთე­ლი სო­ფე­ლი მი­აწყ­და მათ სახლს. ვინც შიგ­ნით შეღ­წე­ვა მო­ა­ხერ­ხა, შეძ­რ­წუ­ნე­ბუ­ლი გა­მო­დი­ო­და. სახ­ლის ორი­ვე სარ­თულ­ზე, ოთა­ხებ­ში სის­ხ­ლის გუ­ბე­ე­ბი იდ­გა და იატაკ­ზე მი­მოყ­რი­ლი იყო ტყვი­ით და­ხო­ცილ­თა და ხმლე­ბით აჩე­ხილ­თა გვა­მე­ბი. იმ ღა­მით 17 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ა­სალ­მეს სი­ცოცხ­ლეს.

და­ხო­ცილ­თა შო­რის იყ­ვ­ნენ: ძმე­ბი - სო­სია და ნი­კო, ბე­ბია მარ­თა, სო­სი­ას მე­უღ­ლე - ოლ­ღა, ან­დ­რე­ას მე­უღ­ლე - ანა, შაქ­როს მე­უღ­ლე - მა­ნა­ნა, მი­ხა­კოს მე­უღ­ლე - ოლ­ღა, მი­სი 2 ქა­ლიშ­ვი­ლი და ვა­ჟიშ­ვი­ლი, ნი­კოს 2 ვა­ჟიშ­ვი­ლი და ახალ­გათხო­ვი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი, ძუ­ძუ­თა ბავ­შ­ვით.

ამ არა­და­ა­მი­ა­ნურ ხოც­ვა-ჟლე­ტას გა­და­ურ­ჩა სო­სი­ას ვა­ჟიშ­ვი­ლი - გო­გია, რო­მე­ლიც ბუ­ხარ­ში და­ი­მა­ლა; 6 თვის თა­მა­რი, რო­მე­ლიც აკ­ვან­ში იწ­ვა; აკ­ვა­ნი გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო და მომ­ხ­დუ­რებს შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი დარ­ჩათ; ან­დ­რი­ას გო­გო­ნა - ელო და მეტყა­ვი­ანთ ოჯახ­ში აღ­საზ­რ­დე­ლად აყ­ვა­ნი­ლი ობო­ლი ელე­ნე, რომ­ლე­ბიც ან­დ­რი­ას მე­უღ­ლემ, ანამ კა­ბის კალ­თის ქვეშ და­მა­ლა და სიკ­ვ­დილს ასე გა­და­არ­ჩი­ნა. თუმ­ცა, მათ მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა მი­ი­ღეს და რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ სა­ში­ნე­ლი ტან­ჯ­ვით და­ი­ღუპ­ნენ. ასე­ვე ცოცხა­ლი გა­დარ­ჩა თვი­თონ ტი­ტა, რო­მე­ლიც იმ დროს უკ­ვე ღრმად მო­ხუ­ცი იყო, უსი­ნათ­ლო გახ­ლ­დათ და არც სი­ა­რუ­ლი შე­ეძ­ლო. ის ქვე­და სარ­თულ­ზე იწ­ვა და არც გა­უ­გო­ნია, მის ოჯახ­ში რა ხდე­ბო­და.

28-სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი­დან მხო­ლოდ 11 დარ­ჩა ცოცხა­ლი. ისი­ნიც იმი­ტომ, რომ ამ დროს შინ არ იყ­ვ­ნენ.

ერთ-ერ­თი მათგანი, ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტის, ბა­ტო­ნი ჯე­ნე­რის მა­მა, 10 წლის ბე­სო გახ­ლ­დათ.

ჯუ­გა­ან­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი უბე­დუ­რე­ბა მა­შინ­ვე მო­ე­დო სიღ­ნა­ღის მაზ­რას. ად­გილ­ზე მი­ვი­და ახალ­შექ­მ­ნი­ლი სა­ხალ­ხო მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სი, სი­კო ზუ­რაშ­ვი­ლი. ის ყო­ფი­ლი კა­ვა­ლე­რის­ტი იყო და და­ხო­ცილ­თა გვა­მებ­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის მი­ხედ­ვით იოლად მიხ­ვ­და, რომ ეს სა­ში­ნე­ლე­ბა კა­ვა­ლე­რის­ტე­ბის ჩა­დე­ნი­ლი იყო. ზუ­რი­აშ­ვილ­მა მა­ლე მი­აგ­ნო დამ­ნა­შა­ვე­თა კვალს და მიხ­ვ­და, რომ ეს კვა­ლი წი­თელ­წყა­რო­ში (ახ­ლან­დე­ლი დე­დოფ­ლის­წყა­რო) და­ბა­ნა­კე­ბუ­ლი მე-11 არ­მი­ის ჯა­რის­კა­ცე­ბის­კენ მი­დი­ო­და.

საქ­მე ის გახ­ლ­დათ, რომ მეტყა­ვი­ანთ ოჯახ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­დან­ვე დაბ­რ­კო­ლე­ბას წააწყდა. რო­გორც კი სი­კო ზუ­რი­აშ­ვილ­მა გა­ამ­ხი­ლა, რომ ეჭ­ვი მე-11 არ­მი­ის მებ­რ­ძო­ლებ­ზე ჰქონ­და, მა­შინ­ვე აუკ­რ­ძა­ლეს ეჭ­ვ­მი­ტა­ნილ­თა და­კა­ვე­ბა და და­კითხ­ვა. გაფ­რ­თხი­ლე­ბაც მი­ი­ღო - თუ წი­თე­ლარ­მი­ე­ლებ­ზე ცი­ლის­წა­მე­ბას თავს არ და­ა­ნე­ბებ­და, მი­სი საქ­მე ცუ­დად წა­ვი­დო­და. ამის გა­მო, ზუ­რი­აშ­ვი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, გა­მო­ძი­ე­ბა ჩუ­მად ეწარ­მო­ე­ბი­ნა.

ერთ დღეს, სი­კო რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ცი­ელ­თან ერ­თად წი­თელ­წყა­რო­ში წა­ვი­და. სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში გა­დაც­მუ­ლე­ბი იმ რეს­ტო­რან­ში შე­ვიდ­ნენ, სა­დაც წი­თე­ლარ­მი­ე­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ ხოლ­მე. რამ­დე­ნი­მე კა­ვა­ლე­რის­ტი მა­გი­დას მის­ჯ­დო­მო­და და ლა­პა­რა­კობ­და. სი­კო და მი­სი თან­მ­ხ­ლებ­ნი კი გვერ­დი­თ მა­გი­დას მი­უს­ხ­დ­ნენ და ყუ­რი მი­უგ­დეს.

ეჭ­ვ­მი­ტა­ნი­ლებს შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ათ უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი და მა­გი­დას­თან მი­იწ­ვი­ეს, რომ მა­თი ვი­ნა­ო­ბა გა­ე­გოთ, მაგ­რამ სი­კომ და მის­მა თა­ნა­მე­სუფ­რე­ებ­მა ქარ­თუ­ლად უპა­სუ­ხეს, - რუ­სუ­ლი არ ვი­ცით და რას გვე­უბ­ნე­ბით, ვერ გაგ­ვი­გიაო.

კა­ვა­ლე­რის­ტე­ბი დამ­შ­ვიდ­დ­ნენ და თა­მა­მად ალა­პა­რაკ­დ­ნენ. ერ­თ­მა თქვა, - ტყუ­ი­ლად ამოვ­ხო­ცეთ იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი, ფუ­ლი ვერ წა­მო­ვი­ღე­თო.

ზუ­რი­აშ­ვი­ლის­თ­ვის ეს საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იყო. ზემ­დ­გომ ორ­გა­ნო­ებ­თან შე­თან­ხ­მე­ბის გა­რე­შე, იქ­ვე და­ა­პა­ტიმ­რა კა­ვა­ლე­რის­ტე­ბი და სას­წ­რა­ფოდ სიღ­ნაღ­ში წა­მო­იყ­ვა­ნა.

რო­ცა სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში ჯა­რის­კა­ცე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხებ გა­ი­გეს, ყვე­ლა­ფე­რი უკ­ვე გვი­ა­ნი იყო. დამ­ნა­შა­ვე­ებს ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი ნა­ღი­ა­რე­ბი ჰქონ­დათ და და­ნარ­ჩე­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გვა­რე­ბიც - და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი.

სი­კო ზუ­რი­აშ­ვი­ლი თვით­ნე­ბო­ბის­თ­ვის და­სა­ჯეს - ორ­გა­ნო­დან და­ითხო­ვეს და კარ­გა ხანს უმუ­შევ­რად და­ტო­ვეს. უფ­რო მკაც­რი სას­ჯე­ლი ვერ გა­მო­უ­ტა­ნეს, რად­გან ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბა­ში მხი­ლე­ბუ­ლი კა­ვა­ლე­რის­ტე­ბის საქ­მე დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო.

თუმ­ცა, საბ­ჭო­თა სა­სა­მარ­თ­ლო დამ­ნა­შა­ვე­თა დას­ჯას აჭი­ა­ნუ­რებ­და და გახ­ს­ნი­ლი საქ­მე კი­დევ დიდ­ხანს იდო უმაღ­ლეს სა­სა­მარ­თ­ლო­ში.

რო­ცა მეტყა­ვი­ანთ ოჯახ­ში ცოცხ­ლად დარ­ჩე­ნილ ძმებს მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა აევ­სოთ, თბი­ლის­ში ჩა­ვიდ­ნენ და უმაღ­ლე­სი სა­სა­მარ­თ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს მი­ა­კითხეს.

ერთ-ერ­თ­მა მას მა­გი­და­ზე და­ღუ­პულ ოჯა­ხის წევ­რ­თა კუ­ბო­ე­ბის ფო­ტო­სუ­რა­თი და კა­ვა­ლე­რის­ტის მი­ერ, ძმის­თ­ვის მო­ჩე­ხი­ლი მტე­ვა­ნი და­უ­დო, რო­მე­ლიც შე­ნა­ხუ­ლი ჰქო­ნია და ქი­ზი­ყუ­რი პირ­და­პი­რო­ბით შე­ე­კითხა: - თქვე გამ­ჩენ­ძაღ­ლე­ბო, ამის გამ­კე­თებ­ლებს ხელს რა­ტომ აფა­რებ­თო?

სა­სა­მარ­თ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ მი­ხა­კოს პირ­და­პი­რო­ბა ჯერ შე­უ­რაცხ­ყო­ფად მი­ი­ღო და გა­ი­ფიქ­რა, - ჭკუ­ას ვას­წავ­ლი ამ გა­უთ­ლელ ქი­ზი­ყე­ლებ­სო, მაგ­რამ ამ­დე­ნი გარ­დაც­ვ­ლი­ლის ჭი­რი­სუ­ფალს ვე­ღა­რა­ფე­რი გა­უ­ბე­და და დაჰ­პირ­და, - დამ­ნა­შა­ვე­ებს მა­ლე დავ­ს­ჯი­თო.

მეტყა­ვი­ანთ ოჯა­ხის მხე­ცუ­რი ხოც­ვა-ჟლე­ტის მო­ნა­წი­ლე­თა სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სი 2 წლის შემ­დეგ, სიღ­ნაღ­ში შედ­გა და 3 დღეს გრძელ­დე­ბო­და. უმაღ­ლე­სი სა­სა­მარ­თ­ლოს კო­ლე­გი­ის გა­ნა­ჩე­ნით, დახ­ვ­რე­ტა მი­ე­სა­ჯა პე­ჩინ­ს­კის და ექვს წი­თე­ლარ­მი­ელს. მჭედ­ლიშ­ვილს (ვინც "ნა­კო­ლი" მის­ცა კა­ვა­ლე­რის­ტებს) და დო­ლაშ­ვილს (ყა­ჩა­ღე­ბის მი­ერ გაგ­ზავ­ნი­ლი კა­ცი, რო­მელ­მაც იარა­ღი გა­და­ა­მალ­ვი­ნა) 10-10 წლით პა­ტიმ­რო­ბა აკ­მა­რეს. სა­მი წი­თე­ლარ­მი­ე­ლი კი მე­თა­ურ­თა დახ­მა­რე­ბით რუ­სეთ­ში გა­იქ­ცა და სას­ჯელს თა­ვი აარი­და.

სიკ­ვ­დილ­მის­ჯი­ლე­ბი 2 დღის შემ­დეგ, სიღ­ნა­ღის გა­ლა­ვან­თან, სა­ხალ­ხოდ დახ­ვ­რი­ტეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, დახ­ვ­რე­ტას მეტყა­ვი­ანთ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ჯუ­გა­ა­ნის მცხოვ­რებ­ნი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ.

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია