აიკრძალება თუ არა საქართველოში ქალიშვილობის შემოწმების პრაქტიკა - გაეროს შენიშვნები საქართველოს ხელისუფლებას

აიკრძალება თუ არა საქართველოში ქალიშვილობის შემოწმების პრაქტიკა - გაეროს შენიშვნები საქართველოს ხელისუფლებას

გაერო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ქალიშვილობის შემოწმების პრაქტიკა აკრძალოს. რეკომენდაციები და შენიშვნები საქართველოში არსებულ ვითარებაზე გაეროს ორმა სახელშეკრულებო ორგანომ - ადამიანის უფლებათა კომიტეტმა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტებმა გამოაქვეყნეს. კომიტეტების დასკვნა არაერთ რეკომენდაციას მოიცავს, მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი სწორედ ქალიშვილობის შემოწმებას ეხება.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, კომიტეტები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, განხორციელდეს შესაბამისი ზომები მეუღლეთა და პარტნიორთა მხრიდან ქალთა მკვლელობის რაოდენობის ზრდის პრევენციის მიზნით; უზრუნველყოფილი იქნეს ტრეფიკინგის შემთხვევების სწრაფი და ეფექტური გამოძიება და დამნაშავეთა ადეკვატური დასჯა; აიკრძალოს ქალიშვილობის შემოწმების პრაქტიკა, რაც ქალის პირადი უფლებების შელახვად მიიჩნევა; უზრუნველყოფილ იყვნენ ახალგაზრდა გოგონები და ახალგაზრდა ქალები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებით.

ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტი შეშფოთების აღნიშნავს ქართულ საზოგადოებაში ქალისა და მამაკაცის როლის შესახებ პატრიარქალური დამოკიდებულებებისა და სტერეოტიპების სიმძლავრეს, ასევე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული თავშესაფრების ნაკლებობას ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის.

ამ რეკომენდაციების განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობამ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტს ორი წლის, ხოლო ადამიანის უფლებათა კომიტეტს ერთი წლის ვადაში უნდა წარუდგინოს. შესაბამისად, თუ კი საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, გამორიცხული არ არის, სხვა სიახლეებთან ერთად ქალიშვილობის შემოწმება კანონით რამდენიმე თვეში აიკრძალოს.

ერთადერთი ადგილი, სადაც ექსპერტიზის საშუალებით ქალიშვილობის დადგენაა შესაძლებელი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექაპერტიზის ეროვნული ბიუროა. ამ ბიუროს წელიწადში არაერთი მამაკაცი, ამ მომავალი საქმროს ოჯახის წევრები აკითხავენ, რათა გაიგონ მომავალი რძალი ქალიშვილია თუ არა. გაეროს რეკომენდაციის გათვალისწინების შემდეგ კი გოგონას ქალწულობის დადგენა მეუღლეს მხოლოდ საწოლში შეეძლება, ცნობისმოყვარე დედამთილებს კი სარძლოს ექსპერტიზაზე წაყვანა აღარ შეეძლებათ. სამხარაულის ბიუროში ქალიშვილობის დადგენა ვიზუალური დათვალიერებით ხდება და ამ პროცედურებს გამოცდილი ექაპერტები ატარებენ. ექსპერტიზა ფასიანია და ის 175 ლარი ღირს, პასუხის დაჩქარებით მიღების შემთხვევაში კი ფასი ორმაგდება.

მინდია აფციაური

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ