რამდენი სიცოცხლე იხსნა ღვედმა საქართველოში?

რამდენი სიცოცხლე იხსნა ღვედმა საქართველოში?

საქართველოში უსაფრთხოების ღვედის ქალაქში გამოყენება სავალდებულო 2010 წლის ბოლოს გახდა. ამ იდეას ჰყავდა ბევრი მოწინააღმდეგე, მაგრამ მომხრე უფრო მეტი იყო. ბევრი ფიქრობდა, რომ ქართველ მძღოლებს ღვედთან შეგუება გაუჭირდებოდათ, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველა შეეგუა და დღეს ღვედის შეკვრა უკვე ყველა ქართველი მძღოლისთვის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია.

შემცირდა თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევების, ავარიების შედეგად დაღუპულთა რიცხვი მას მერე, რაც უსაფრთხოების ღვედის გამოყენება სავალდებულო გახდა?

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ და შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისგან სტატისტიკური მონაცემებიც მალევე მივიღეთ.

ყველაზე მთავარი თავიდანვე ვთქვათ: 2011 წლიდან ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია!..

...თანაც იმ დროს, როცა საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს!

თქვენ წინაშეა სტატისტიკა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა შესახებ 2007-დან 2013 წლის ჩათვლით. შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების ღვედის გამოყენება სავალდებულო 2010 წლის მიწურულს გახდა. მაშ ასე:

● 2007 წელს დაიღუპა 737 ადამიანი

● 2008 წელს დაიღუპა 867 ადამიანი

● 2009 წელს დაიღუპა 741 ადამიანი

● 2010 წელს დაიღუპა 685 ადამიანი

ღვედის დაკანონების შემდეგ:

● 2011 წელს დაიღუპა 526 ადამიანი

● 2012 წელს დაიღუპა 605 ადამიანი

● 2013 წელს დაიღუპა 514 ადამიანი

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია