რევოლუცია "დინამოში": კლუბიდან ფეხბურთელები, მწვრთნელი და სპორტული დირექტორი გაუშვეს

რევოლუცია "დინამოში": კლუბიდან ფეხბურთელები, მწვრთნელი და სპორტული დირექტორი გაუშვეს

ბოლო განახლება | გიორგი ლორია "დინამოდან" გაუშვეს

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ყაზახურ "აქტობესთან" თბილისის "დინამოს" მტკივნეულ მარცხს კლუბის მეპატრონე რომან ფიფიას მწვავე რეაქცია მოჰყვა - ეს კულუარულად იყო ცნობილი. ამ გადაწყვეტილებებზე, უკვე ოფიციალურად, საზოგადოება დღეს 12 საათზე დანიშნული პრესკონფერენციიდან გაიგებს.

თუმცა "ლელომ" დაასწრო მოვლენებს და თავისი წყაროებით მნიშვნელოვან ინფორმაციებს მოუყარა თავი. როგორც ირკვევა, ფიფიამ გაუშვა არა მხოლოდ მთავარი მწვრთნელი მიხალ ბილეკი, არამედ "დინამოში" ბოლო ხანს მოსული ყველა ფეხბურთელი - რადეკ დოსოუდილი, რაფაელ გარსია და რაფა ჯორდა, პლუს ამათ, მანამდელი ეპოქის ლეგიონერი - პატრიკ ვუო.

როგორც ჩანს, ფიფიას მოთმინების ფიალა აუვსო ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის უნაყოფო მცდელობებმა და გუნდის გაახალგაზრდავება გადაწყვიტა. არსებული ინფორმაციით, "დინამოდან" 25 წელზე უფროს ყველა მოთამაშეს უშვებენ, მათ შორის - გიორგი მერებაშვილს, ელგუჯა გრიგალაშვილს, თორნიკე გორგიაშვილს, დავით კვირკველიას, გიორგი ხიდეშელს...

კლუბთან კონტრაქტი ისედაც უმთავრდება ოთარ მარცვალაძეს, რომლითაც, ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის პირველ ლიგაში აღზევებული "ტოსნოა" დაინტერესებული. მერებაშვილს რაც შეეხება, მას წინადადება თურქული კლუბისგან აქვს.

გუნდში რჩებიან მეკარე გიორგი ლორია და ნახევარმცველი გიორგი ჯანელიძე.

ფიფია "დინამოს" სპორტულ დირექტორ ირაკლი ვაშაკიძესაც შეელია, რაც ზოგადად, საკადრო პოლიტიკის ცვლილებას ნიშნავს. რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს - დღეს ამ როლში თბილისური კლუბის დუბლშემადგენლობის დამრიგებელს, კახი გოგიჩაიშვილს წარადგენენ - ინფორმაცია გადამოწმებული და დაზუსტებულია.

შეგახსენებთ, რომ ამ რამდენიმე დღის წინ, გოგიჩაიშვილის თავკაცობით, "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდმა პრესტიჟული ტურნირი - "რურის თასი" მოიგო. ფიფიამ სწორედ იქ ნახა საქმეში ეს გუნდი და ისე მოიხიბლა ჭაბუკ დინამოელთა ბრძოლისუნარიანობით, გადაწყვიტა, გოგიჩაიშვილისთვის მთავარი გუნდის საჭეც ჩაებარებინა.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია