სასწრაფო დახმარების სამსახურში ადასტურებენ, რომ "გალფის" ტერმინალზე ხანძრის დროს სერიოზულად არავინ დაშავებულა

სასწრაფო დახმარების სამსახურში ადასტურებენ, რომ "გალფის" ტერმინალზე ხანძრის დროს სერიოზულად არავინ დაშავებულა

სასწრაფო დახმარების სამსახურში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე, "გალფის" ტერმინალზე მომხდარი ხანძრის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იყო ერთი ძალიან მსუბუქი შემთხვევა, თუმცა იმ პირს ადგილზე გაეწია დახმარება და მისი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა.

როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, მიუხედავად ამისა, ადგილზე სასწრაფოს ბრიგადები ამ დრომდე მობილიზებული არიან.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია