20 ექსკლუზიური ფოტო შემთხვევის ადგილიდან: დაიწვა ხუთი მაღაზია და ათამდე მეორადი ავტომობილი

20 ექსკლუზიური ფოტო შემთხვევის ადგილიდან: დაიწვა ხუთი მაღაზია და ათამდე მეორადი ავტომობილი

თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე მდებარე "გალფის" ნავთობბაზაზე, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა, "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი ორი საათის განმავლობაში მუშაობდა.

გთავაზობთ თინათინ ციცვიძის ფოტორეპორტაჟს შემთხვევის ადგილიდან.

"გალფის" ნავთობაზაზე ხანძარი დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე საწვავით დატვირთული ხუთი ავტოცისტერნა აფეთქდა. დამწვარია დაახლოებით 2000-2500 კვადრატული მეტრი ტერიტორია. მსუბუქად დაშავებულია ერთი პიროვნება.

დამწვარია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტონაწილების ხუთი მაღაზია და ათამდე მეორადი ავტომობილი.

შემთხვევის ადგილზე თბილისის მერიის საგანგები სიტუაციების სააგენტოს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, საპატრულო პოლიციისა და რკინიგზის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება დაიწყო.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია