რამდენ მილიონს მიიღებს საქართველო "კაზანტიპის" ფესტივალიდან

რამდენ მილიონს მიიღებს საქართველო "კაზანტიპის" ფესტივალიდან

"კაზანტიპი" - იმიტირებული ქვეყანაა. ის 22 წლის წინ დაარსდა, რომლის "პატარა პრეზიდენტი" ნიკიტა I (მარშუნოკი) ყოველწლიური საერთაშორისო ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორია.

2014 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ანაკლია, რომელიც სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სულ რამდენიმე კილომეტრით არის მოშორებული, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან 30 000-მდე სტუმარს ელოდება.

"გურია ნიუსი" ფესტივალის პრესსამსახურს დაუკავშირდა.

- რა ჯდება ყოველწლიური საერთაშორისო ელექტრონული მუსიკალური ფესტივლის ჩატარება?

- ეს შიდა, დახურული ინფორმაციაა და არასოდეს არ ხმაურდება.

- რამდენი სტუმარი ეწვევა საქართველოს?

- წელს საქართველოში, კერძოდ ანაკლიაში, მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 30 000-მდე სტუმარს ელოდებიან.

- რატომ შეირჩა "კაზანტიპის" მუსიკალური ფესტივალისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ანაკლია, რომელიც სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სულ რამდენიმე კილომეტრშია?

- ანაკლია უნიკალური რეგიონია, უდიდესი პოტენციალით. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ რესპუბლიკა "კაზანტიპის" წარმომადგენლები საქართველოში თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ. ორგანიზატორებს არა ერთხელ აღუნიშნავთ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა უმაღლეს ხარისხშია აყვანილი და საკმაოდ ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა. მათთვის, ასევე მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხარდაჭერა და პოლიციის ლოიალური დამოკიდებულება. ბოლოს კი, ანაკლია, როგორც ტურისტული ზონა, სწორედ იმ ინფრასტრუქტურით დახვდა პროექტის ორგანიზატორებს, რაც ფესტივალს ესაჭიროება და რაც მას უფრო გრანდიოზულს და მომხიბვლელს წარმოაჩენს.

- ვინ უზრუნველყოფს "კაზანტიპის" მუსიკალური ფესტივლის უსაფრთხოებას?

- ფესტივლის მიმდინარეობის პერიოდში, ადგილზე მობილიზებული იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის 1 000-მდე წარმომადგენელი.

- რა მოცულობის შემოსავალს ვარაუდობს ტურიზმის ადმინისტრაცია აღნიშნული ღონისძიებიდან?

- მხოლოდ ტურიზმის ადმინისტრაცია არა, მთლიანად საქართველო, დაახლოებით, 50-60 მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია