ვინ შოულობს თბილისში დიდ ფულს სააფთიაქო ნარკომანიის გაძლიერებით - კვლევის საგანგაშო შედეგები

ვინ შოულობს თბილისში დიდ ფულს სააფთიაქო ნარკომანიის გაძლიერებით - კვლევის საგანგაშო შედეგები

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ" ჩაატარა კვლევა და გამოავლინა, რომ ქვეყანაში ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემა კვლავ მწვავედ დგას. ძვირადღირებული ნარკოტიკული საშუალებების იაფი მედიკამენტებით ჩანაცვლების პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გასული წლის მიწურულს შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროებმა, ერთობლივი კანონპროექტი შეიმუშავეს, რომელიც სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლას ისახავდა მიზნად.

კანონპროექტი 2014 წლის 24 იანვრიდან შევიდა ძალაში და მის თანახმად, აფთიაქებში ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების რეცეპტის წარდგენის გარეშე გაყიდვა აიკრძალა. ასევე გაფართოვდა ამ ტიპის მედიკამენტების ნუსხა. თუმცა, როგორც ახალგაზრდა ფინანსისტები აცხადებენ, მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა, სააფთიაქო ნარკომანია კვლავ სწრაფი ტემპით განაგრძობს ზრდას. ფსიქოტროპული მედიკამენტები, მიუხედავად მათი ურეცეპტოდ გაყიდვის აკრძალვისა, კვლავ თავისუფლად და ყოველგვარი ბარიერების გარეშე იყიდება. ამას მოწმობს "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი, რომელიც ფსიქოტროპული მედიკამენტების უკონტროლო რეალიზაციის ფაქტს ადასტურებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თბილისის მასშტაბით 15-მდე სააფთიაქო დაწესებულებაში სცადეს იაფი ნარკოტიკული თრობისთვის ყველაზე პოპულარული 6 დასახელების ფსიქოტროპული პრეპარატის (გაბაპენტინი, ბაკლოფენი, ზოლომაქსი, ქსანაქსი, დიაზეპამი, ტროპიკამიდი) შეძენა, რაც ყოველგვარი რეცეპტის მოთხოვნის და ბარიერის გარეშე თავისუფლად შეძლებს. ორგანიზაციის წევრებმა, კიდევ ერთხელ გადაამოწმეს ხსენებული პრეპარატების რეცეპტს დაქვემდებარების საკითხი და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დაუდასტურეს, რომ თითოეული ამ პრეპარატის რეცეპტის გარეშე რეალიზაცია წარმოადგენს კანონდარღვევას.

"რიგ შემთხვევებში, სხვადასხვა სააფთიაქო დაწესებულებებში ფსიქოტროპული პრეპარატების რეალიზაცია რეცეპტის გარეშე ხდებოდა არა დაუდევრობით, არამედ აბსოლუტურად შეგნებულად და გამყიდველი გარკვეულ "რეკომენდაციებსაც" იძლეოდა სხვადასხვა პრეპარატების მახასიათებლებზე ნარკოტიკული თრობის თვალსაზრისით. როგორც ჩანს, იაფ ნარკოტიკულ თრობაზე მაღალი მოთხოვნა და სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროს სუსტი კონტროლი გარკვეული ბიზნესჯგუფებებისთვის მომგებიან საქმედ იქცა...

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია