"მანქანაში ჩაგვტენეს, ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ" - რას ყვება ბაქოში ფანების თავდასხმასა და დაკავებაზე "იმედის" ჟურნალისტი

"მანქანაში ჩაგვტენეს, ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ" - რას ყვება ბაქოში ფანების თავდასხმასა და დაკავებაზე "იმედის" ჟურნალისტი

ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" მატჩის შემდეგ მომხდარი დაპირისპირებისას ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი სანდრო გოჩაშვილი და ოპერატორი გიორგი ცხელიშვილი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სანდრო გოჩაშვილმა განუცხადა, ოპერატორს აზერბაიჯანელი სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქართველი ჟურნალისტები ერთ-ერთ განყოფილებაში ნახევარი საათის განმავლობაში ჰყავდათ გადაყვანილი.

"ჩვენ, როდესაც თამაში დამთავრდა, მე და ჩემი ოპერატორი გამოვედით სტადიონის გარეთ, სადაც გვინდოდა, რომ ქართველი გულშემატკივრები ჩაგვეწერა. ამ დროს დავინახეთ, რომ მათ აზერბაიჯანელი სამართალდამცავები ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ართმევდნენ დროშებს და ტენიდნენ პოლიციის დიდ ავტობუსში. როდესაც ჩვენ ამ კადრებს ვიღებდით ერთ-ერთმა პოლიციელმა გასცა ბრძანება ჩვენი დაკავების, მოცვივდნენ, ჩაგვტენეს მანქანაში, ჩემს ოპერატორს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. წაგვართვეს კამერა და წაგვიყვანეს განყოფილებაში. იქ კი გვეკითხებოდნენ მხოლოდ ერთ რამეს, ვინ ყვიროდა "არმენიას". ამაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, პასუხი არ გვქონდა და იქით ვეკითხებოდით თუ რატო დაგვაკავეს და რატომ დააკავეს ქართველი გულშემატკივარი. ჩვენს დაკავებაზე მათ პასუხი არ ქონდათ და გულშემატკივრებზე ამბობდნენ, რომ "არმენიას" ყვიროდნენ და ხო იცით, რომ ჩვენ ამას ვერ ავიტანდითო. განყოფილებაში დაახლოებით ნახევარი საათი დავყავით", - განაცხადა გოჩაშვილმა.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა მათ ყველა მასალა წაუშალეს, რაც სტადიონის გარეთ ჰქონდათ გადაღებული.

ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" გულშემატკივრებს შორის, გუშინდელი მატჩისას, ჩხუბი მოხდა. "აზერსპორტის" ცნობით, მიზეზი "ჩიხურას" ფანების მიერ სტადიონზე საქართველოს რუკის ჩამოკიდება გახდა, სადაც ზაქათალა და კახი საქართველოს ტერიტორიად იყო აღბეჭდილი. დააკავეს რამდენიმე ქართველი გულშემატკივარი, რომლებსაც შეხვედრის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებთან კონფლიქი მოუვიდათ. ისინი გუშინვე გაათავისუფლეს.

"ჩიხურას" მთავარი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის თქმით, ვინც ეს რუკა ჩამოკიდა, "ჩიხურას" ნამდვილი გულშემატკივარი არ არის.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია