"ასეთი საქციელი სახელმწიფო ღალატის ტოლფასია" - დაჩი გრძელიშვილი "ჩიხურას" მორიგ სკანდალურ მატჩზე

"ასეთი საქციელი სახელმწიფო ღალატის ტოლფასია" - დაჩი გრძელიშვილი "ჩიხურას" მორიგ სკანდალურ მატჩზე

ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" ფანებს შორის ჩხუბი მოხდა.

მიზეზი კი "ჩიხურას" ფანების მიერ სტადიონზე საქართველოს რუქის ჩამოკიდება გახდა, სადაც ზაქათალა და შეკი საქართველოს ტერიტორიაზე იყო აღბეჭდილი.

ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" მატჩის შემდეგ მომხდარი დაპირისპირებისას ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი სანდრო გოჩაშვილი და ოპერატორი გიორგი ცხელიშვილი, ასევე "ტვ3"-ის ჟურნალისტი რეზი ხუციშვილი დააკავეს (იხ. სტატია - "მანქანაში ჩაგვტენეს, ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ).

მომხდარს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. მათ შორის არის ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილიც, რომელიც Facebook-ის პირად გვერდზე წერს:

Facebook/ დაჩი გრძელიშვილი:

"დღევანდელ ვითარებაში, ასეთი საქციელი სახელმწიფო ღალატის ტოლფასია და სერიოზული გამოსაძიებელიც არის..."

ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის კითხვაზე, თუ რატომ არის აღნიშნული ქმედება ღალატი, რადგან ეს არა პოლიტიკოსებმა, არამედ ფეხბურთის ფანებმა ჩაიდინეს, გრძელიშვილი პასუხობს:

"პოლიტიკა ცალკე, ხეზე ჩამოკიდებული მსხალი ნუ გგონიათ - ასეთი რამეებით კეთდება უფრო სწორედ კი ფუჭდება პოლიტიკა - მოხდება კიდე რაღაც „მოძმე“ რუსთთან, აზერები დაგვიკიდებენ და ვიძახოთ გულუბრყვილო სახეებით - ფეხბურთის ფანები არიან, პოლიტიკოსები ხო არა, მოცეკვავეები არიან, მომღერლები არიან... ეგე, ერთმა კარგმა მომღერალმა გოგონამაც თქვა, ჩემთვის კარიერაა მთავარი, რუსეთი რას აკეთებს, არ მაინტერესებსო..."

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია