კონფლიქტში მონაწილე ქართველი სპორტის ქომაგების განმარტება რუკაზე, რომელსაც სკანდალი მოყვა

კონფლიქტში მონაწილე ქართველი სპორტის ქომაგების განმარტება რუკაზე, რომელსაც სკანდალი მოყვა

"ქართული სპორტის ქომაგები" ბაქოში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებას ავრცელებს, რომელიც ფან-კლუბის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.

არსებული ინფორმაციით, 31 ივლისს, ბაქოში გამართულ "ნეფთჩი"-"ჩიხურას" მატჩის დროს გულშემატკივართა შორის დაპირისპირება სტადიონზე გამოფენილ ბანერს მოჰყვა, სადაც აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილი, ზაქათალა და კახი საქართველოს ტერიტორიად იყო აღბეჭდილი.

''ქართული სპორტის ქომაგების" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"დასაწყისშივე მოგახსენებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია მკაცრად ემიჯნება ყოველგვარ პოლიტიკურ პროცესებს. ჩვენ ინტერესებში შედის მხოლოდ ქართული სპორტის ქომაგობა და ქვეყნის სახელის დაცვა, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ.

Sportall.Geმოგახსენებთ, რომ ბანერი, რომელზეც გამოსახულია ერთიანი საქართველოს რუქა, არ დამზადებულა კონკრეტულად ამ მატჩისთვის. აღნიშნული ბანერი ერთი წლის წინ დამზადდა და ყველა სპორტულ ასპარეზობაზე, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ თან გვქონდა.

ბანერზე დატანილია ოთარ ჭილაძის სიტყვები: "მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია". ამ სიტყვების არსსა და შინაარს ჩვენი ორგანიზაცია მთლიანად იზიარებს. მსგავსი დემონსტრაციული საქციელით ჩვენ გვსურდა ქართველი მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ჩვენი ისტორიული მიწების არსებობის შესახებ.

ბანერზე მკაფიოდ არის გამოსახული საქართველოს ის ტერიტორია, რომელსაც აღიარებს მსოფლიო საზოგადოება (აფხაზეთი და სამაჩბლო), ხოლო დანარჩენილი ნაწილი ნაჩვენებია, როგორც დაკარგული ტერიტორიები.

ვთხოვთ, ყველა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ პირს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან და ჩვენს ორგანიზაციას ნუ გააგივებენ მაპროვოცირებელ ძალასთან.

ჩვენი მიზანი არ ყოფილა, რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობა და ამით ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის უთანხმოების წარმოშობა.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია