უეფამ "ჩიხურა" ფანების მიერ ნაციზმის პროპაგანდის გამო დასაჯა

უეფამ "ჩიხურა" ფანების მიერ ნაციზმის პროპაგანდის გამო დასაჯა

უეფამ საჩხერის "ჩიხურა" "ბურსასფორთან" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ქართველი გულშემატკივრების მიერ ნაცისტური ჟესტებისა და ბანერის გამო 15 ათასი ევროთი დააჯარიმა.

ამის შესახებ Sportall.ge-ს "ჩიხურას" მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელმა პირმა თორნიკე შალამბერიძემ განუცხადა.

გარდა ამისა, კლუბის ქომაგების გამოყოფილ ტრიბუნაზე განთავსდება ბანერი "NO RACISM".

შეგახსენებთ, რომ "ჩიხურა"-"ბურსასფორის" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და უგოლო ფრედ დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში "ჩიხურამ" მეტოქეს ანგარიშით 4:1 სძლია და მესამე საკვალიფკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია