''საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ქალები მართავენ კაცებს...''

''საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ქალები მართავენ კაცებს...''

დიდი ხანია, გოგა ხაინდრავა ჩვენი ჟურნალის სტუმარი არ ყოფილა. გადავწყვიტეთ, ინტერვიუ ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ჩაგვეწერა. საუბარი საინტერესო ჭრილში წარიმართა.

- ჩვენი ტრადიციები საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა, ამიტომაც ვფიქრობ, ეს ერის ძალიან დიდი სიმდიდრეა, რომელსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება. ბუნებრივია, ბევრმა ტრადიციამ თავისი დრო მოჭამა და გასულ საუკუნეში დარჩა, მაგრამ ძირითადი საფუძველი ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ადამიანის მსოფლმხედველობა სწორედ ამ ტრადიციებს უნდა ეყრდნობოდეს. ქართველებისთვის უძვირფასესი ტრადიცია ქრისტიანული სარწმუნოებაა, მართლმადიდებლობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის საყრდენი და საფუძველია, თუ რამემ გადაარჩინა საქართველო, ეს სწორედ მართლმადიდებლობაა.

სამწუხაროდ, დღეს ზედაპირული ხასიათი აქვს ტრადიციების შენარჩუნებას, რასაც ჩვენს ცხოვრებაში უამრავი სირთულე და განსაცდელი მოაქვს. სრულიად წინააღმდეგობრივი და შეუსაბამოა ადამიანების უფლებების გაფეტიშება, რომელიც XX საუკუნესაც ახლდა თან, მაგრამ XXI-ში განსაკუთრებულად შემოიჭრა. მოსაზრება ადამიანების უფლებებთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოების ნაწილს გააჩნია, საფუძველშივე ეწინააღმდეგება ადამიანების მოთხოვნილებებს და მისი არსებობის არსს, იმიტომ, რომ უფლებები ზნეობისა და პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს, ასეთ შემთხვევაში ეს უკვე ღრმა ადამიანური კრიზისი და ბოროტების მომტანია.

- ამ შემთხვევაში არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს ხომ არ გულისხმობთ?

- არა, მაგას საერთოდ არ ვგულისხმობ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ავადმყოფობაა, სოდომური ცოდვა, გადაგვარება, რომელიც მხოლოდ ამ საუკუნისთვის არაა დამახასიათებელი, ბიბლიაშიც წერია, რომ სოდომი და გომორა ამის გამო დაიწვა. არატრადიციული ორიენტაცია ეს ბუნების წინააღმდეგ წასვლაა, აღარაფერს ვამბობ ერთსქესიანთა ქორწინებაზე და არატრადიციული წყვილების მიერ ბავშვის აყვანის უფლებაზე. ამ დროს ყველაზე მეტად ბავშვის უფლება ირღვევა, რომელსაც არავინ ეკითხება, უნდა თუ არა, ორ მამაკაცთან ცხოვრება, რომელთაგანაც ერთი მისი ''დედა'' და მეორე კი – მამაა.

ყველაფერი, რაც ბუნებას, ღმერთს ეწინააღმდეგება, სახიფათოა ადამიანებისთვის. კაცი კაცთან რომ ცხოვრობს და ბავშვი უნდათ, ესაა გადაგვარება და გადაჯიშება, თორემ საყურეს თუ იკეთებს და ვიწრო შარვალს იცვამს, ეს უკვე მისი გემოვნების საკითხია და მეტი არაფერი. ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია, საყურე შუა საუკუნეებშიც ეკეთათ მეფეებს.

- ბატონო გოგა, როგორ ფიქრობთ, ჩვენს რეალობაში პატრიოტობა სტერეოტიპული გახდა?

- არა, პატრიოტობა ყველა დროში ერთი და იგივე მოცემულობა, განცდა და მოთხოვნილებაა, ადამიანი ან არის პატრიოტი, ან - არა. დღევანდელ პოლიტიკურ წუმპეში და კონიუნქტურულ სამყაროში ზნეობისგან დაცლილი ადამიანები არიან, რადგან პოლიტიკოსად ჩამოყალიბებისთვის არც სკოლა არსებობს, არც ინსტიტუტი, ამიტომ პოლიტიკაში მოდის სხვა პროფესიაში ხელმოცარული ხალხი, ვინც საკუთარი კეთილდღეობის ნიშა სხვაგან ვერ იპოვა და პოლიტიკიდან ცდილობს ამ ''დანაკლისის'' შევსებას. პოლიტიკა შემთხვევით ხალხზეა დაყრდნობილი, ამისი მშვენიერი მაგალითი იყო ე.წ. ეროვნული მოძრაობა, რომელმაც მასობრივი ხასიათი მიიღო, მაგრამ მათ შორის პატიოსანი, სამშობლოსთვის თავდადებული სულ რამდენიმე აღმოჩნდა, დანარჩენები, როგორც წესი, მედროვენი და საკუთარი კეთილდღეობით დაავადებულნი ყოფილან. ეს, პრაქტიკულად, თითქმის მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს გასდევს თან, რაც უმწიფრობის ბრალია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია