დედა-შვილის ბოლო დიალოგი ( თვალებით ) - ოთო გურგენიშვილის ლექსი, რომელმაც საქართველო აატირა

დედა-შვილის ბოლო დიალოგი ( თვალებით ) - ოთო გურგენიშვილის ლექსი, რომელმაც საქართველო აატირა

მესამე დღეა დიდი თუ პატარა, ყველა 21 წლის ბიჭის გმირულად გარდაცვალების ამბავზე  წერს. თითქოს ის გუშინწინ გაიცნო საქართველომ. მაგრამ მას ჰქონდა ცხოვრება ძალიან საინტერესო... 2013 წლის სექტემბერში მის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულია მისი ლექსი  "დედა-შვილის ბოლო დიალოგი"... რომელსაც დღეს მთელი საქართველო კითხულობს. მაგრამ ცრემლების გარეშე ვერავინ შეძლო მისი წაკითხვა.

უშვილოდ დარჩენილი "დედობის სურვილივით"

ცივ სულს მითბუნებდა სხეული.

ისე მომეფერა,ისე მიმიზიდა ,

სისხლი მიმებჯინა ყელამდის....

მე სულს მახველებდა

შენ კი სულ მივლიდი,

ტანთ კი მეცვა დედისეული,

(ღმერთზე უკეთესად აბა ვინ იცის და?)

მე შენს ცხოვრებაზეც ვღელავდი.

დედი ვხედავ როგორ ცდილობ (მერამდენედ)

მაგრამ ვერ ახერხებ ვერაფერს.

თავდაუზოგავად იბრძვი დამალო და

ვერ დაგიმალია სიმართლე.

დედი გპირდები რომ შენს გულს გავამთელებ,

(პულსი გაჩერებას ვერ ამხელს)

და მიტოვებული სამარედან

გზას ეს სიყვარული მინათებს.

პარალიზებული ვწევარ პალატაში -

და შენ ჩემი ხელი გიჭირავს.

ღამემ უკუნითი ზეცა მოიხურა

გლოვობს შენთან ერთად დედიკო.

წერილს გიტოვებ და გთხოვ -

ჯერ ნუ გადაშლი

დედი ახლა უცებ იცი რა?!

მინდა გადავაგდო სამჯერ

სამი ხურდა

სამჯერ რომ დავბრუნდე დედიკო.

ვერა,ვერ დავიწყე საფლავს შეგუება,

დედი შენი ნება-ნებადა,

ლაღი თითების და ლაღი ხელ-მტევანის

ბოლო მოფერების წამამდის.

დედი,მე სხვა დედა არსად მეგულება,

როგორც კუბოს შიგნით შეღამდა -

ისე დამიბნელდით გულის შეტევამდე,

ცა და შენ და აწ და მარადის.

/ო.გურგენიშვილი/

21 წლის რუსთაველ პოეტს, ოთო გურგენიშვილს, ხვალ, 14 საათზე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრიდან გამოასვენებენ და რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია