"მე ცუდი შვილი არ გამიზრდია" - ერეკლე კოდუას დედის პასუხი ბადრი პატარკაციშვილის დედას

"მე ცუდი შვილი არ გამიზრდია" - ერეკლე კოდუას დედის პასუხი ბადრი პატარკაციშვილის დედას

ერეკლე კოდუას დედა, ლაურა ღაჭავა Ambebi.ge–სთან მისი შვილის სკანდალური ინტერვიუს შესახებ საუბრობს.

– ვნახე ჩემი შვილის ინტერვიუ. ირაკლი გულჩათხრობილი ბიჭია... ტელევიზორში რომ ვნახე, ლონდონში იყო, გაოგნებული ვიყავი. თავის საქმეშია ჩაფლული, არც არის ჩემი საქმე, რას აკეთებს სამსახურში. ეტყობა, ჟურნალისტი რომ ჩავიდა, იმიტომ ილაპარაკა, გაკვირვებულიც იყო, რატომ არის კიდევ გამოსაძიებელი და საეჭვოო, თორემ არ არის ირაკლი ის, რაღაც ილაპარაკოს. საერთოდ არ ვარ საქმის კურსში, თუ რა ხდება და მაინტერესებს, რატომ წამოიწია ეს საქმე.

– თუ გაეცანით ბადრი პატარკაციშვილის დედის განცხადებას?

– არა, რა თქვა?

– მან განაცხადა, შოკში ვარ, მაგრამ ლაურა ღაჭავა უნდა იყოს შოკში, რომ ასეთი შვილი გაზარდაო...

– მე არ ვარ შოკში და ცუდი შვილი არ გამიზრდია. ყველამ თავის თავში ჩაიხედოს, რა. ღმერთო, ნათელში ამყოფე პატარკაციშვილი, მე რაც არ მეხება იმის უფლება არ მაქვს, ყველამ მისი წარსული და ჩვენი წარსული გაიხსენოს, სხვას არაფერს ვიტყვი. დასაძრახი არაფერი არ მაქვს. ყველამ იცოდეს, ჩემმა შვილმა სამშობლო დაიცვა ტერორისგან, ბადრი პატარკაციშვილი საიდან მოდის და რა ფულებით, ამაზე შიძლება ხალხი არ ლაპარაკობს, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცის. მე ცუდი შვილი არ გამიზრდია, ყველამ თავის თავში ჩაიხედოს, არ შეიძლება ასე ლაპარაკი.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

თემის ყველა მნიშნველოვანი დეტალისა და მომდევნო განახლებების სანახავად გამოიყენეთ თეგი #კოდუა

ასევე დაგაინტერესებთ | რა ქონებას ფლობს კოდუების დედა და რას ყვება ის ყოფილ რძალსა და ნანუკა ჟორჟოლიანთან ურთიერთობაზე

ამავე თემაზე | "შოკში ვარ, მაგრამ ლაურა ღაჭავა უნდა იყოს შოკში" - ნათელა პატარკაციშვილის პირველი კომენტარი კოდუას განცხადებაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია