რა შეცვალა მეუღლის გაპრემიერებამ - ნუნუკა თამაზაშვილის პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები

რა შეცვალა მეუღლის გაპრემიერებამ - ნუნუკა თამაზაშვილის პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები

2013 წლის ორ ნოემბერს, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენის შემდეგ, მომავალ პირველ ლედიდ მისი მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი დაასახელა. საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ღირსეული პირველი ლედი ეყოლებოდა.

''სკოლის მერხიდან უყვართ ერთმანეთი, ეს ჩემთვის უნიკალურია. ძალიან ღირსეული პირველი ლედი ეყოლება საქართველოს, ტრადიციული ოჯახის შემქმნელი და ძალიან დამსახურებული. ირაკლის მშობლები და სიდედრ-სიმამრი შვებულებას ერთად ატარებენ და ერთად ისვენებენ, ეს ძალიან მისასალმებელია'', - დასძინა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის ამ განცხადებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, რადგან საქართველოს მოსახლეობა მიჩვეული იყო, რომ აქამდე პირველი ლედი პრეზიდენტის მეუღლე გახლდათ. ბრძოლამ პირველი ლედობისთვის მედიის კულუარებში გადაინაცვლა. პრესამ და ტელევიზიამ ერთგვარი გამოკითხვაც კი მოაწყო თემაზე, ვინ არის საქართველოს პირველი ლედი – მაკა ჩიჩუა თუ ნუნუკა თამაზაშვილი.

მართალია, ამ თემაზე ერთიანი აზრი ჯერ კიდევ არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, 26 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მისი მეუღლეც იქნება, რომელიც მსოფლიოს პირველი ქალბატონების კონფერენციაზე გახლავთ მიწვეული.

ნუნუკა თამაზაშვილი მეუღლის გაპრემიერების დღიდან ინტერვიუებისგან თავს იკავებს. ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე სოციალურ ქსელში აქტიურობდა, მაგრამ ქვეყანაში პოლიტიკური გუნდის შეცვლის შემდეგ ''ფეისბუქზე'' მხოლოდ მეუღლისა და შვილების ფოტოებს აქვეყნებს.

პრემიერ-მინისტრის მეუღლე 1983 წლის 6 სექტემბერს დაიბადა. მამა – გენერალი თამაზ თამაზაშვილი, ადრე კახეთის პოლიციის უფროსი გახლდათ. ჰყავს ძმა, რომელიც საქართველოს პარლამენტში ''ქართული ოცნების'' დეპუტატი გახლავთ. ლექსო თამაზაშვილი დასაოჯახებელია და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსების გამო არაერთხელ გაეხვა სკანდალში. ბოლო ცნობილი შემთხვევა გია ნოდიასთან მომხდარ გაუგებრობას უკავშირდება.

გია ნოდიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითო კილოგრამი გაყიდული კარტოფილიდან 50 თეთრი თამაზაშვილების ოჯახს მიაქვს. ''ამხელა კაცი რამ გამოგა... მაგას თუ ვერ დაამტკიცებ, ღირსი არ იქნები, უკან გაგიკეთონ მთელი კარტოფილის მარაგი'' -ეს ტექსტი პრემიერის ცოლისძმამ პოლიტოლოგს პირადად მისწერა.

ნუნუკას ასევე ჰყავს ორი და. ნათია, რომელიც არჩევნების შემდეგ დაოჯახდა და სოციალურ ქსელში სამუშაო ადგილას მთავრობის კანცელარია აქვს მითითებული, და უმცროსი და – მარიამი. ის სკოლის მოსწავლეა.

მიუხედავად წარმოშობისა, ნუნუკას სკოლა დედოფლისწყაროში არ დაუმთავრებია. მშობლიურ ქალაქში შვიდი წელი სწავლობდა. შემდეგ მამა სამუშაოდ თელავში გადაიყვანეს და შესაბამისად, ოჯახს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუხდა. როგორც ამბობენ, ნუნუკა თელავში პოპულარული გოგონა გახლდათ. გარეგნულად გამოირჩეოდა და ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა, მაგრამ მისი გული მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილმა მოიგო.

მათი სიყვარულის ამბავი დედოფლისწყაროში დღემდე აქტუალური თემაა. ნუნუკა ირაკლიზე ერთი წლით უმცროსია. მომავალი მეუღლე მეცხრე კლასიდან შეუყვარდა. მაშინ ირაკლის რაიონში ყველა იცნობდა, რადგან სკოლაში საუკეთესო და მოწესრიგებულ მოსწავლედ მიიჩნეოდა.

ნუნუკას მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს თამაზაშვილების ოჯახი უარით ისტუმრებდა, მაგრამ ირაკლი მათ შორის არ აღმოჩნდა. ქალიშვილის ხელის სათხოვნელად ღარიბაშვილი პირდაპირ სასიმამროს ესტუმრა და თანხმობა მიიღო. ოჯახი წინააღმდეგი აღარ წასულა, 20 წლის ასაკში ნუნუკა გათხოვდა. მაშინ ირაკლი 21 წლის გახლდათ.

საზოგადოებამ მისი სახელი და გვარი პირველად წინასაარჩევნოდ თამაზ თამაზაშვილის დაკავების შემდეგ გაიგო. მაშინ უამრავი სტატია იწერებოდა იმის შესახებ, როგორ დააპატიმრეს ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი.

ნუნუკა ტელევიზიით პირველად მამის გათავისუფლების დღეს გლდანის ციხესთან შვილით ხელში გამოჩნდა. არჩევნებში ''ქართული ოცნების'' გამარჯვების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქ-მეთა მინისტრად დანიშნეს. მაშინ პრესა აქტიურად აშუქებდა ახალი მინისტრთა კაბინეტის პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალებს.

ქვეყნდებოდა მინისტრების ოჯახური ინტერვიუები, მაგრამ რამდენიმე თანამდებობის პირთან ერთად, ამ მხრივ გამონაკლისი აღმოჩნდა ღარიბაშვილი. ნუნუკამ კი სოციალურ ქსელში აქტიურობა შეწყვიტა და როგორც ზევით აღვნიშნეთ, დღემდე მხოლოდ ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს.

სხვადასხვა დროს ქართულ პრესაში თამაზ თამაზაშვილის ინტერვიუები გამოქვეყნდა. ჟურნალისტები შანსს ხელიდან არ უშვებდნენ და შვილის შესახებ უამრავ კითხვას უსვამდნენ. მამის პოზიციიდან გავიგეთ, რომ ნუნუკა წყნარი, ეკლესიური გოგოა, მაგრამ თუ ოჯახს გაუჭირდა, კაცს ცხენიდან ჩამოაგდებს. ასევე ვიცით, რომ კარგი დიასახლისია და ყველანაირი კერძის მომზადება იცის. მეუღლეს კი განსაკუთრებულად მისი გაკეთებული ხინკალი უყვარს.

როგორც დედოფლისწყაროში ამბობენ, მეუღლის გაპრემიერებას ნუნუკა არ შეუცვლია. ის ისევ ძველებურად ურთიერთობს მეზობლებთან. მასზე ძირითადად დადებითად საუბრობენ.

მედიისგან ჩაკეტილი ცხოვრების მიუხედავად, რამდენიმეჯერ სკანდალში მაინც გაეხვია. პირველად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის დღეს. საღამოს საზეიმო მიღებაზე ნუნუკას კაბის ფასს სერიოზული რეზონანსი მოჰყვა.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია