ფრანგი ტურისტის სკანდალური მოგზაურობა საქართველოში მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა

ფრანგი ტურისტის სკანდალური მოგზაურობა საქართველოში მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა

ორი ფრანგი ქალი საქართველოში მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ დაფალგანი (ფრანგული პარაცეტამოლი) კოდეინის შემცველი ტკივილგამაყუჩებელი აღმოუჩინეს, რომელიც რეცეპტით ჰქონდათ გამოწერილი.

წამალი, რომელიც აგრეთვე ცნობილია სახელით "კო-კოდამოლი", ჩვეულებრიად იყიდება დიდ ბრიტანეთში და გაიცემა რეცეპტის გარეშე, თუმცა ეს მედიკამენტი საქართველოში აკრძალულია და ნარკოტიკულ საშუალებად ითვლება.

ერთ-ერთი ქალი, აზრუ ბილიჩი, რომელიც სტრასბურგის მცხოვრებია, ფრანგულ რადიოსთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში ერთი დღით თურქეთიდან გადმოვიდა. მისი თქმით,  მან სამართალდამცავებს განუმარტა, რომ წამალს თავის ტკივილის გასაყუჩებლად იყენებდა, მაგრამ ის და მეორე ქალი, რომლის სახელიც ცნობილი არ არის აკრძალული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამო დააკავეს.

ბილიჩი 2500 ევროთი დააჯარიმეს და საბოლოო განაჩენის გამოტანამდე საქართველოში დარჩენა მოთხოვეს. ის და მისი თანამგზავრი ერთ კვირაზე მეტი იმყოფებიან ამ რთულ სიტუაციაში. ბილიჩმა განაცხადა, რომ დახმარებისთვის საქართველოში საფრანგეთის საელჩოსაც მიმართა, თუმცა მას უთხრეს, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ და რომ მას ძალიან გაუმართლა, ციხეში რომ არ აღმოჩნდა.

ქალი საკუთარ მანქანაში ცხოვრობს, რომელიც თბილისის სასამართლოს სიახლოვეს ჰყავს გაჩერებული. ამ ამბავთან დაკავშირებით "როიტერი" საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, ქალებს ყველა შესაძლო დახმარება გაუწიეს. "იმედი გვაქვს სასამათლო პროცესი მალე დასრულდება", - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა და დაამატა, რომ სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულია გაფრთხილება იმ მედიკამენტების შესახებ, რომელიც ზოგ ქვეყანაში, ისევე როგორც საქართველოში, აკრძალულია.

მომზადებულია punchng.com-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია