რუსკა მაყაშვილის დედა "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ადანაშაულებს - "ამ ყველაფერს ვამბობ ხალხის გასაგონად"

რუსკა მაყაშვილის დედა "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ადანაშაულებს - "ამ ყველაფერს ვამბობ ხალხის გასაგონად"

ბოლო განახლება | რუსკა მაყაშვილის დედის ბრალდებებს სამშენებლო კომპანია პასუხობს

2012 წლის 31 დეკემბერს მეგა შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული რუსკა მაყაშვილისა და ოთო ფოლადაშვილის წყვილი გახდა. პროექტის გამარჯვებულ ვარსკვლავს ბათუმში ბინა უნდა მიეღო. Ambebi.ge-ს რუსკას დედა, თამრიკო მაყაშვილი დაუკავშირდა, რომელიც მშენებელ კომპანია "გუმბათს" და ტელეკომპანია "იმედს" კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე სეზონი საკმაოდ დიდი შრომისა და ნერვების ფასად მოიგო რუსკამ. ცხადდებოდა, რომ ბათუმში "სუბტროპიკ სითიში" 50 კვ.მ. ბინა გადაეცემოდა. ძალიან გაგვიხარდა, რომ რუსკა ბინით დასაჩუქრდა. სახლი მშენებარე იყო. კონტრაქტის მიხედვით, თეთრ კარკასს ჩაგვაბარებდნენ. უკვე დასრულებული ბინის სანახავად წელს ჩამოვედი, მაგრამ დამხვდა აბსოლუტურად სხვა სურათი. ბინაში ტიხრებიც კი არ იყო ამოყვანილი და თეთრ კარკასსზე საუბარი ზედმეტია. გარდა ამისა, დამოკიდებულება როგორც მშენებარე კომპანიის, ასევე, ტელეკომპანია "იმედის" მხრიდან იყო აბსოლუტურად განსხვავებული - "არ ვიცი, რა ვიცი, ხვალ, ზეგ, მაზეგ, გაარკვიეთ, გამოარკვიეთ". მოვითხოვე ხელშეკრულება, გამომიგზავნეს დასკანერებული კონტრაქტი, რომლის წასაკითხადაც დამჭირდა მამაჩემის ლუპა.

- კონტრაქტის კიდევ რომელი პირობები არ შეასრულეს?

- 480 ბლოკის მოტანასა და ამოშენებაზე მალაპარაკებენ სამი კვირაა, რომლის გაკეთებაც კონტრაქტის მიხედვით გათვალისწინებული იყო. მხოლოდ კარი და ფანჯრებია ჩასმული. ტელევიზიის ბრალიც არის, რომ კონტრაქტის პირობები არ შესრულდა. "გუმბათმა" 100 კვ. მ. გამოყო. აქედან, გამარჯვებულისთვის 50 კვ.მ. იყო და ამდენივე იყო "იმედის" წილიც. ჩამოვედი და ვნახე, რომ "იმედმა" წაიღო ზღვის ხედი და რუსკას შიდა, ეზოს მხარე გადაეცა. ხედის საკითხზე კონტრაქტში ბუნდოვნად წერია და ვერაფერს გამოვედავები. ალინა არველაძე იყო პროექტის პროდუსერი, დავურეკე და ვკითხე, რატომ არღვევდნენ პირობებს, მაგრამ მან მითხრა, აღარ ვმუშაობ "იმედში" და არ მეხება ეგ საკითხიო.

სამი კვირა "იმედი" და "გუმბათი" არკვევენ, რომ უნდა გამიკეთონ თუ არა ტიხრები, რომლის კონტრაქტში ამოკითხვასაც ლუპით ვახერხებთ: "ფართობის კონტურის კედლები და ვიტრაჟები. ჭერის სიმაღლე მინიმუმ 3მ. და 10 სმ. ელ.გაყვანილობის დგარი ფარები. ალუმინის კარ-ფანჯარა და ცენტრალური რკინის კარი შიდა გადატიხრებით, წყალ-კანალიზაციისა და ვენტილაციის დგარები ფართში, მოწესრიგებული ფართი..."

-ახლა რა სიტუაცია გაქვთ?

- უკვე დაიწყეს ტიხრების ამოყვანა, თუმცა თეთრი კარკასი აბსოლუტურად სხვა არის და ვინ გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების სრულად შესრულებას, ვარკვევ. მშენებელი კომპანიის დირექტორი თამაზ ბალაძე თავის უმცროს შვილს აგზავნის ჩემთან შესახვედრად, რომელიც ყოველ წუთს ურეკავს მამამისს და ეკითხება, თუ რა მიპასუხოს. ორი კვირაა დავდივარ, დამოკიდებულება არის შოკისმომგვრელი როგორც "გუმბათის", ასევე "იმედის" მხრიდან. რემონტზე საუბარი რა თქმა უნდა, ზედმეტია. მინდა ეს ამბავი ხალხის ყურამდე მივიდეს, რომ ამ ქვეყანაში არაფერი ბოლომდე არ კეთდება, რომ ჩვენ ვართ სარეკლამო როლიკების დონეზე. ერი შოკშია, დამოკიდებულება ისე შეიცვალა, რომ სხვას ნებისმიერს თან ვყვებით და შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს. დღეს კიდე "იმედს" ენა უტრიალდება და რუსკას ეძახის სხვა პროექტში რეიტინგის წამოსაწევად.

ამ ყველაფერს ვამბობ ხალხის გასაგონად. ნუ აიღებენ ტელეფონს და ნუ დარეკავენ ნურცერთ პროექტში, ნუ დახარჯავენ საკუთრ ბიუჯეტს, მათ მცდელობას შედეგი ბოლომდე მაინც არ ექნება.

ნინო ხოზრევანიძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია