ავტომფლობელთა საყურადღებოდ: როგორ დავჯავშნოთ ახალი დიზაინის სანომრე ნიშნები

ავტომფლობელთა საყურადღებოდ: როგორ დავჯავშნოთ ახალი დიზაინის სანომრე ნიშნები

შსს-ს მომსახურების სააგენტოში ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების დაჯავშნა იწყება. შსს-ს ინფორმაციით, ახალი დიზაინის სანომრე ნიშნის მსურველ ყველა მოქალაქეს 2014 წლის 14 აგვისტოდან შესაძლებელობა ექნება სასურველი სერია და ციფრები წინასწარ დაჯავშნოს.

თავისუფალი სანომრე ნიშნის მოძიება და დაჯავშნა შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს ყველა რეგიონულ განყოფილებაში და სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის (www.sagency.ge) საშუალებით.

მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ (www.sagency.ge) დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მოიძიონ სასურველი სანომრე ნიშანი და სურვილის შემთხვევაში წინასწარ დაჯავშნონ. სანომრე ნიშნის ვებ-გვერდის საშუალებით დაჯავშნა შესაძლებელია როგორც საკუთარ, ისე სხვა პირის სახელზე - მისი პირადი მონაცემების მითითებით.

2014 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის ახალი დიზაინის სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემას დაიწყებს.

არსებული დიზაინის სანომრე ნიშნების შეცვლა სავალდებულო არ არის და მათი მოქმედების ვადაა 2020 წლის 1 სექტემბერის ჩათვლით.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ