"ბავშვებს გვირყვნიან და გვითახსირებენ!" - როგორ ასწავლიან 5-8 წლის ბავშვებს სიყვარულის ანაბანას ქართულად (+ფოტო)

"ბავშვებს გვირყვნიან და გვითახსირებენ!" - როგორ ასწავლიან 5-8 წლის ბავშვებს სიყვარულის ანაბანას ქართულად (+ფოტო)

"ბავშვებს გვირყვნიან და გვითახსირებენ!", - ამ სახელწოდებით თემას ქართულ ფორუმებზე იხილავთ. დისკუსიაში ინტერნეტის ასობით მომხმარებელია ჩართული და ისინი 5-8 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნს განიხილავენ, რომელშიც ავტორი პატარებს სიყვარულის ანაბანას ასწავლის.

წიგნი, სახელწოდებით "სიყვარულის ანაბანა" ილუსტრირებულია და მისი მიზანია პატარებს ისეთ კითხვებზე გასცეს პასუხი, როგორიცაა: "სად ვიყავი, სანამ დედის მუცელში აღმოვჩნდებოდი?", "როგორ ვცოცხლობდი, სანამ დავიბადებოდი", "როგორ ხდებიან დიდები", "რას ნიშნავს სასიყვარულო ალერსი" და სხვა...

კითხვაზე, თუ რას ნიშნავს სასიყვარულო ალერსი, ავტორი პატარებს პასუხს შემდეგნაირად სცემს:

სასიყვარულო ალერსის დროს ქალი და ვაჟი ერთმანეთს ნაზ სიტყვებს ეუბნებიან, საყვარელი ქალის ან ვაჟის სხეულს ეფერებიან და კოცნიან. შეყვარებულ ქალ-ვაჟს ერთმანეთთან ახლო ყოფნის დროს სურვილი უჩნდება. ისინი ერთმანეთს ეხვევიან. ვაჟის პენისი დიდდება და ქალის სასქესო ორგანოში შეცურდება. სასიყვარულო ალერსი დიდი სიამოვნებაა. იგი განმარტოებული ქალ-ვაჟის ნეტარების წუთებია: ამას ინტიმურობა ჰქვია, - განმარტებულია წიგნში "სიყვარულის ანაბანა".

აღსანიშნავია, რომ წიგნი რამდენიმე წლის წინ არის გამოცემული. მის შესახებ საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა წლების წინაც იყო, თუმცა აღნიშნულ თემაზე მსჯელობა ფორუმებზე დღეს კიდევ ერთხელ გააქტიურდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია