ქართველი არქიტექტორ-დაზაინერის საერთაშორისო წარმატება

ქართველი არქიტექტორ-დაზაინერის საერთაშორისო წარმატება

ქართული დიზაინულ-არქიტექტურული კომპანიის XYZ Integrated Architecture-ის მიერ შექმნილი დიზაინურული ნამუშევრები ციკლიდან „60 სერია“ მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ - გერმანული დიზაინის ჯილდოზეა ნომინირებული. როგორც კომპანიის დირექტორი, ლევან ლომინაშვილი აღნიშნავს, ასეთი წარმატება თანამედროვე ქართული დიზაინერული სკოლის საეთაშორისო ასპარეზზე გასვლის წინანდარია, რადგან ასეთ კონკურსებში მონაწილეობა უკვე აღიარებად ითვლება. ხოლო ნომინანტის წოდება კონკურსანტს უფლებას აძლევს, პარტნიორებთან ურთიერთობასა და ფირმის საქმიანობაში, შეუზღუდავად გამოიყენონ „2015 წლის ნომინანტის“ პრესტიჟული წოდება.

გერმანული დიზაინის ჯილდო 60 წლის წინ დაარსდა, რასაც გადამწყვეტი ბიძგი გერმანული მრეწველობის ფედერეციამ მისცა. გერმანიის დიზაინის საბჭო მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან დიზაინერულ ცენტრს წარმოადგენს. მისი მიზანი დიზაინის სფეროში კულტურისა და საქმიანი სამყაროს დაახლოვებაა. თავისი კონკურსებით, გამოფენებით, კონფერენციებით, სემინარებითა და გამოცემებით სისტემატურად უჭერს მხარს მნიშვნელოვანი დიზაინერული იდეების დამკვიდრებას. დღესდღეობით გერმანული დიზაინის ჯილდოს მფლობელები ის დიზაინერები, კომპანიები, ასოციაციები და სხვა ორგანიზაციებია, რომლებიც ერთგულნი რჩებიან იმ პრინციპის, რომ დიზაინი მხოლოდ პრიალა ზედაპირი კი არა, სამეწარმეო და კულტურული განვითარების გადამწყვეტი ფაქტორია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია