საოცრად მოხიბლული ტურისტის ამაღელვებელი წერილი - "საქართველოს თავსატეხის ამოხსნა თავს როკვარსკვლავად გაგრძნობინებთ"

საოცრად მოხიბლული ტურისტის ამაღელვებელი წერილი - "საქართველოს თავსატეხის ამოხსნა თავს როკვარსკვლავად გაგრძნობინებთ"

საქართველო, რომელიც ევროპისა და აზიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობს, უნიკალური და უძველესი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაა, რომელიც ცნობილია სტუმართმოყვარეობის ტრადიციით და სამზარეულოთი. საქართველო არაა ისეთი ქვეყანა, რომლის მონახულებისას სია უნდა გქონდეს, თუ რა ნახო და რა გააკეთო. საქართველოში ცოცხლობს კომუნიზმი, კორუფცია და კრიმინალი. ეს არ არის ადგილი, სადაც მხიარულებისთვის იმოგზაურებ. ასე არაა? ქვევით წაიკითხავთ რამდენიმე მიზეზს, რომლის გამოც ვერავინ დატოვებს საქართველოს ისე, რომ არ მოიხიბლოს.

 

1. ჩემი ვიზიტისას ყოველი დღე ახალი თავგადასავალივით იყო. დღის დაგეგმვა საჭირო არ იყო, ახალი გამოცდილებები თავისით მოდიოდა. საქართველო სასიამოვნო სურპრიზების ქვეყანაა. საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც დაიკარგები და არ იცი მათი ენა, ანბანი და ხალხს არ ესმის შენი ენა. აქ უნდა გაუმკლავდე და ადაპტირდე და გაიზარდო, თითქოს ყოველდღე მოგზაურობაში ხარ.

2. თავიდან არ ვიცოდი, რა მეფიქრა საქართველოზე, მაგრამ ამ ქვეყანამ გადამრია. ეს ის ადგილია, რომლის აღმოჩენასაც დიდი ხანი ველოდი. საქართველომ მასწავლა, რას ნიშნავს სინამდვილეში მოგზაურობა და შემახსენა კიდევ ერთხელ, რატომ მიყვარს მოგზაურობა. საქართველოში მოგზაურობა უნიკალურია. თქვენ გაგეზრდებათ უნარი და მზადყოფნა, ადაპტირდეთ ახალ გარემოში. თქვენ აგიმაღლდებათ თვითდაჯერებულობა სარისკო სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებისთვის. დაგეხმარებათ, მიიღოთ მეტი გამოცდილება და გაერკვეთ ტრადიციებში.

3.სოფელი, კულტურულად მრავალფეროვანი ქალაქები, ხალხი... საქართველო ბევრ სურპრიზს გიმზადებთ. არცერთი სხვა ქვეყანა არ სთავაზობს ტურისტებს ამდენ სანახაობას და გასაკეთებელს ასე პატარა ტერიტორიაზე. მასში უხვადაა სუბტროპიკული პლაჟები, უდაბნოები და უმაღლესი მთები მთელს ევროპაში. როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, საქართველოს რეალური სილამაზეც მის ლანდშაფტებში, ხალხში, კულტურაში და ბუნებაშია. თქვენ იმოგზაურებთ შუასაუკუნოვან ქალაქებში, მომხიბლელ სოფლებში, უნიკალურ მთებში, გასინჯავთ უგემრიელეს საჭმელს და რაც ყველაზე მთავარია - ხალხი ძალიან მეგობრულია და ყველას უხარია შენთან ერთად დალევა.

4.საქართველო მოდერნულობის და სოფლის შარმის ნაზავია, აქ იგრძნობა თურქეთის, რუსეთის, სპარსეთის, ცენტრალური აზიის და ევროპის გავლენა. ლამაზი, ორნამენტური შენობები, ეკლესიები, ბაღები და ყურძნის მტევნები, რომელიც ყველა სახლზე იზრდება.

5. ქართული სამზარეულო ალბათ, ყველაზე მაცდუნებელი რამაა ქვეყანაში. ტრანსკავკასიის, აზიის და შავი ზღვის ხალხების საუკეთესო ტრადიციები ქართველებმა საკუთარ სამზარეულოდ გარდაქმნეს და მიიღეს არა მხოლოდ ჯადოსნურად გემრიელი, არამედ ორიგინალური, უნიკალური, დაუვიწყარი და იაფი საკვები.

6. თბილი ხალხი, შთამბეჭდავი სოფლები, თბილისის ღამის ცხოვრება, ცისარტყელები, ძლიერი ტრადიციები... ძნელია აღწერა, მაგრამ ცოტა ყველაფერია იქ. ჩემთვის საქართველო კვლავ რჩება აღმოუჩენელ ადგილად. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ბოლომდე ვერასოდეს გამოიკვლევ. როგორც თავსატეხში, შეიძლება რომელიღაც ნაწილები ვერ შეავსო, მაგრამ საბოლოოდ მიიღო სურათი, რომელსაც შენი წარმოსახვა შექმნის. საქართველოს თავსატეხის ამოხსნა თავს როკვარსკვლავად გაგრძნობინებთ და აგავსებთ ისტორიებით, რომელსაც მომავალში მოყვებით. მე მიყვარს საქართველო, ეს ქვეყანა ძალიან მაგარია!

მომზადებულია travel-hunter.org-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია