რაზე აღარ ხარჯავს დროს ნინო დარბაისელი

 რაზე აღარ ხარჯავს დროს ნინო დარბაისელი

პოეტი და ლიტერატურათმცოდნე ნინო დარბაისელი 1981 წლის 6 მარტს დაიბადა. წერდა ფსევდონიმებით დიოტიმა და დებორა. ამჟამად აშშ-ში, ტენესის დედაქალაქ ნეშვილში იმყოფება, ამიტომ მისთვის სპეციალურად შევადგინეთ მწერლის ანკეტა, რომელზეც მან წერილობით უპასუხა...

თვითდახასიათება...

თავიდანვე რა ძნელი კითხვით იწყება... აკაკის დავესესხები: ''ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი, ხან არც ისა ვარ, არც ისა".

მე - ''თევზები''...

რაც კი წაგიკითხავთ პოპულარულ ჰოროსკოპებში თევზის ზოდიაქოსთან დაკავშირებით, ყველაფერი მართალია. გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე. შეუთავსებლობათა შეთავსება ჩემი არსებობის წესია.

ჩემი ოჯახი...

როგორც იქნა, გავერთიანდით. თითქმის ორი ათეული წელი თვითმფრინავის ფრთაზე ვიყავი ჩამოკიდებული. მე საქართველო არ მეთმობოდა, ჩემებს - ამერიკა. მყავს ერთი ქალიშვილი, ერთი სიძე, ერთი შვიდი წლის შვილიშვილი - ქალბატონი ადრიანა ჩეფმენი, საშობაოდ მეორეს ველით. ქმარი ყოფილი სამხედროა.

ჩემი დილა იწყება...

ტოროლა ვარ. მთელი ცხოვრება ყველაზე ადრე ვიღვიძებ, მუდამ კარგ ხასიათზე. ხელის გაწვდენაზე მიდევს აიპედი. თითქმის თვალდახუჭული შევდივარ ''ფეისბუქში", თან წუხანდელ ნაფიქრალს ვიხსენებ, ასე იქმნება ოპუსები რუბრიკისათვის ''ჩემი დილაუზმოს ფიქრები".

საერთო კედლის თვალიერებისას ზოგი ინფორმაციიდან რაღაც უჩვეულო სიტყვა ან აზრი მიიპყრობს ხოლმე ჩემს ყურადღებას. როგორც ჩანს, ბავშვობიდანვე მეხსიერება ისე მაქვს მოწყობილი, რომ ყველა სიტყვა ჩემდაუნებურად მერითმინება. ძირითადად ზუსტი რითმები გამომდის. თუ ამ რითმებში რაიმე მახვილგონივრულიც მომეჩვენა, პატარა სატირულ-იუმორისტული ლექსის აწყობას რაღა უნდა!

მეორე ''ფეისბუქური" რუბრიკა ''ჩემი მხიარული რითმებიდან" ამ ლექსებს აერთიანებს. ვირტუალურად თუ რეალურად ცნობადი სახეებიდან ვინ არ გამხდარა ამ ლექსების ადრესატი! რა დაგიშავა ამა თუ იმ ადამიანმაო, უკითხავთ ზოგჯერ ღიად ან პირად მიმოწერაში და მართალნიც არიან. ჩემი მწარე კალმის მსხვერპლთაგან პირადად თითქმის არავის ვიცნობ. ზოგჯერ სულხან-საბას ''ქურდი მკერვალივით" გადავწყვეტ ხოლმე, რომ მეტს აღარ ვიზამ, კედელს გავისუფთავებ, მაგრამ ცოტა ხანში ისევ წამიცდება ხელი კარგ რითმაზე და ასე...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია