მურატ ილდირიმმა საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით იუსტიციის სახლს მიმართა

მურატ ილდირიმმა საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით იუსტიციის სახლს მიმართა

მურატ ილდირიმი, იგივე სავაშ ბალდარი, სერიალიდან "სიყვარული და სასჯელი",  საქართველოში უკვე მეორედ იმყოფება. "ამბები.გე"-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თურქმა მსახიობმა, მურატ ილდირიმმა, გუშინ საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით იუსტიციის სახლს მიმართა. მსახიობი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში ორმაგი მოქალაქეობით ისარგებლებს.

იუნესკო-ს კეთილი ნების ელჩი საქართველოში პირველად აპრილში ჩამოვიდა. "თქვენი გულისთვის ჩამოვედი" - ასე მიმართა პირველად აპრილში, ცნობილმა თურქმა მსახიობმა, მურატ ილდირიმმა იაშვილის კლინიკაში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებს. მაშინ ილდირიმმა განაცხადა, რომ  ამ ბავშვების დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.

რამდენიმე დღის წინ  გადაიღეს ვიდეორგოლი,  რომელშიც ბავშვების სიცოცხლის გადარჩენისკენ მოგვიწოდებენ. ვიდეორგოლში  ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან ერთად მურატ ილდირიმიც მონაწილეობს.

იხილეთ სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია: Murad Yildirim applies for Georgian citizenship

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია