საქართველოში ტემპერატურამ შესაძლოა, 40 გრადუსს გადააჭარბოს - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

საქართველოში ტემპერატურამ შესაძლოა, 40 გრადუსს გადააჭარბოს - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

ბოლო განახლება | დავით სერგეენკო მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით მოსახლეობას რჩევებს აძლევს

შემდეგი 10 დღის განმავლობაში საქართველოში უნალექო და ცხელი ამინდები იქნება. ამის შესახებ Ambebi.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მთავარმა სინოპტიკოსმა ნონა ელისაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე ადგილი აქვს სამხრეთ დ სამხრეთ დასავლეთის მიმართულებებიდან მშრალი და ცხელი ჰაერის მასების გადაადგილებას, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე ცხელ და უნალექო ამინდს განაპირობებს.

"უახლოესი 10 დღის განმავლობაში არსებული სინოპტიკური სიტუაცია შენარჩუნდება. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, დაცხება. ცალკეულ ადგილებში შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბოს. ეს უკვე დაფიქსირდა ზუგდიდში, ზესტაფონსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში", - დასძინა ნონა ელისაშვილმა.

მისივე განმარტებით, სანაპირო ზოლში ზღვის გავლენის გამო ჰაერის ტემპერატურა 30-35 გრადუსი იქნება.

ნახეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია