დავით ნარმანიასთან შესახვედრად მერიის წინ რიგი დგას

დავით ნარმანიასთან შესახვედრად მერიის წინ რიგი დგას

დედაქალაქის მერიასთან ხალხმრავლობაა. დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია მოსახლეობასთან მორიგ შეხვედრას მართავს. შეკრებილები აცხადებენ, რომ გასულ ორშაბათს დედაქალაქის მერთან შესვლა ვერ შეძლეს და დღეს ისევ მოვიდნენ.

მერიასთან მისული პირები სიაში ეწერებიან. როგორც მერიასთან მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, ისინი სიაში ეწერებიან, ინიშნავენ ნომრებს და სწორედ ამ სიის მიხედვით შეძლებენ დედაქალაქის მერთან შესახვედრად შენობაში შესვლას.

თბილისის მერიის წინ გაძლიერებულია დაცვაც. მერიასთან შეკრებილები იმედოვნებენ, რომ გასულ ორშაბათთან შედარებით დღევანდელი დღე მშვიდობიანად ჩაივლის და დავით ნარმანიას საკუთარ გასაჭირს გაუზიარებენ.

მერიის შენობის წინ მცირე ინციდენტიც მოხდა, შეკრებილების ნაწილი შენობაში შესვლას ითხოვს, დაცვა კი ამის საშუალებას არ აძლევს. მათ მოუწოდებენ აიღონ რიგის ნომერი.

დედაქალაქის მერთან შეხვედრა 14.00 საათზე დაიწყება. მანამდე კი დაცვის თანამშრომლები შეკრებილებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების 2 მანქანა.

გასულ ორშაბათს დავით ნარმანიასთან შესახვედრად მოქალაქეები რიგში დილიდან იდგნენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია