კვირაში საშუალოდ რამდენ ლარს ხარჯავს ქართველი დამსვენებელი ზღვის სანაპიროზე

კვირაში საშუალოდ რამდენ ლარს ხარჯავს ქართველი დამსვენებელი ზღვის სანაპიროზე

საშუალოდ, რა თანხა გეხარჯებათ ერთ ადამიანზე აჭარის საზღვაო კურორტებზე დასვენებისას?, - ამ კითხვით Ambebi.ge-მ მკითხველს გამოკითხვის საშუალებით მიმართა.

გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა რამდენიმე ასეულმა მკითხველმა მიიღო, გვიჩვენებს, რომ Ambebi.ge-ს მკითხველთა 30,6% აჭარის საზღვაო კურორტებზე დასვენებისას საშუალოდ, ერთი კვირის განმავლობაში ერთ ადამიანზე 200-დან 400 ლარამდე ხარჯავს.

400-დან 800 ლარამდე ხარჯავს გამოკითხულთა 38,5%, ხოლო Ambebi.ge-ს მკითხველთა 30,9%-ს შავი ზღვის სანაპიროზე ერთი კვირის განმავლობაში 800 ლარზე მეტი ეხარჯება.

მათთვის, ვინც ახლა გეგმავს ბათუმში გამგზავრებას, აუცილებლად გამოგადგებათ Ambebi.ge-ს ბათუმელი კორესპოდენტის, ნინო ხოზრევანიძის მომზადებული სტატიები, რომელშიც გაიგებთ:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია