საქართველოში ყირიმ-კონგოს დაავადების 21 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში ყირიმ-კონგოს დაავადების 21 შემთხვევაა დადასტურებული

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ყირიმ-კონგოს დაავადების 21 შემთხვევაა დაფიქსირებული, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ფატალურად დასრულდა სამი შემთხვევა. გამყრელიძე აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მრავალმხრივი პროფილაქტიკური სამუშაოები აუცილებელია.

"ყირიმ-კონგოს დაავადება ვირუსით გამოწვეული საშიში ინფექციაა. დაავადების ერთ-ერთი პირველი ნიშანია მაღალი სიცხე. ცხელებითი დაავადებები ხშირად ვერ დიფერენცირდება, ასეთი სიპმტომები ძალიან ბევრ დაავადებას ახასიათებს. ამიტომ 2009 წლამდე ვერ ხერხდებოდა დიაგნოსტიკა. პირველი დიაგნოსტიკა, პირველი შემთხვევა 2009 წელს გამოვლინდა, 2012-შიც ერთი შემთხვევა გვქონდა. 2013-ში გვქონდა 13 შემთხვევა, წელს გვაქვს 21 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, აქედან სამი დასრულდა ფატალურად. ყველაზე ბევრი შემთხვევა გვაქვს ხაშურისა და შიდა ქართლში. ეს არის ტიპური ზოონოზური დაავადება, ამ შემთხვევაში გადამტანია ტკიპა, რომელიც საქართველოში ბევრგან ბინადრობს. ეს ძირითადად დაკავშირებულია საქონლის არასათანადოდ მოვლასთან, მსხვილფეხა საქონელი უნდა მუშავდებოდეს ტკიპის საწინააღმდეგო ნივთიერებით. ფერმერებმა უნდა დაიცვან პრევენციული და პროფილაქტუკური ზომები, საქონელთან იმუშაონ პირბადით, ხელთათმანებით და ა.შ. გარდა ამისა სასურველია მოხდეს ამ რეგიონებში გარემოს დამუშავება ტკიპების საწინააღმდეგო ნივთიერებებით", - განაცხადა გამყრელიძემ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია