წვიმა უკიდურესად მაღალი ტემპერატურის შემდეგ- მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

წვიმა უკიდურესად მაღალი ტემპერატურის შემდეგ- მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოს ზოგიერთ რაიონებში 20-23 აგვისტოს სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმებს პროგნოზირებენ. როგორც გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ, ნინო წვერავამ განგვიცხადა, ხვალ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით. თბილისში სინოპტიკოსები წვიმას ხვალ დღის ბოლოს პროგნოზირებენ.

პერიოდული, ხანმოკლე წვიმების შედეგად დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 32 გრადუსი დაფიქსირდება, აღმოსავლეთ საქართველოში - 35 გრადუსი, თბილისში კი ჰაერის ტემპერატურა - 35 გრადუსი იქნება.

დღეისთვის კი, ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 41 გრადუსი კახეთში დაფიქსირდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია