"დღეს მე ელიტარული მეძავი, მეოჯახე ბოზი და შანტაჟის მსხვერპლი ვარ" - პასუხი ლალი მორიშკინას მუქარის წერილზე

"დღეს მე ელიტარული მეძავი, მეოჯახე ბოზი და შანტაჟის მსხვერპლი ვარ" - პასუხი ლალი მორიშკინას მუქარის წერილზე

მას შემდეგ, რაც ლალი მოროშკინამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, რომელში ელიტარულ მეძავებს, "მეოჯახე ბოზებს" და თანამდებობის პირებს სექსუალური სცენების გასაჯაროებით ემუქრება, Ambebi.ge-ს მკითხველის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანების შეხედულებები, რომელბიც საკუთარ მოსაზრებებს საიტის მკითხველს კომენტარების საშუალებით უზიარებდა, ერთმანეთისგან განსხვავებული იყო. კომენტარებში იხილავდით ადამიანების მოსაზრებებს, რომლებიც ლალი მოროშკინას დაჟინებით სთხოვდნენ, რომ ემხილა ისინი, და ნახავდით ისეთებსაც, რომელებიც მოროშკინას სხვის ცოდვებზე ხმამაღლა გაჟღერებამდე საკუთარი ცოდვებისკენ მიუთითებდნენ...

ერთ-ერთმა მკითხველმა, რომელმაც მოროშკინას მუქარის შემდეგ ვრცელი წერილის დაწერა გადაწყვიტა, Ambebi.ge-ს რედაქციას საპასუხო წერილის გამოქვეყნების თხოვნით მიმართა, რომელშიც მოროშკინას მოუწოდებს თავი შეიკავოს ადამიანების დაშანტაჟებას იმ მოტივით, რომ ისინი მისი, ან საზოგადოების შეფასებით ამორალურად იქცევიან. Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ წერილს (ავტორმა სახელისა და გვარის მითითებისგან თავი შეიკავა).

"დღეს მე ელიტარული მეძავი, მეოჯახი ბოზი და შანტაჟის მსხვერპლი ვარ, თუმცა ისევე, როგორც ჯონ მაკკეინი იყო ქართველი... ამ ფრაზით ვაფიქსირებ დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ, რომლებმაც მოროშკინასგან მუქარის წერილი Facebook-ით და მასობრივი მედიის საშუალებით მიიღეს.

ადამიანები...

ჩვენ, ჩვენი სიძლიერით, ჩვენი სისუსტეებით, ვართ ისეთები, როგორებიც ვართ. ვაკეთებთ იმას, რის უფლებასაც საკუთარი მორალი გვაძლევს.

35 წლის ვხდები და მინახავს ბევრი: როგორ ართმევდნენ ადამიანები ერთმანეთს სახლს, ქონებას, სოციალურ სტატუსსაც კი...

მინახავს, როგორ გაუწირავთ;

მინახავს, როგორ გაურიყიათ;

მოტივიები ყოველთვის ერთი იყო - მორალური....

მორალი...

უფლება, რომელსაც საკუთარი "მე" გკარნახობს.

შენ წერ, რომ ერთ საინტერესო ადგილას იყავი, საინტერესო გარემოებაში, სადაც ერთ საინტერესო ადამიანთა ჯგუფთან გქონდა საინტერესო შეხვედრა.

მერწმუნე, მე, 35 წლის (სქესს არ ვაკონკრეტებ, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შენი მუქარა ყველას მიმართ ვრცელდება მიუხედავად სქესისას). არანაკლებ, როგორც შენ იტყოდი "საინტერესო ადგილას" და "საინტერესო ჯგუფთან" მოვხვედრილვარ და მინდა გითხრა, რომ ასეთი შეხვედრები ორი მოტივით ხდება:

1 - როდესაც, შენც იმ "საინტერესო ჯგუფის" ნაწილი, წევრი ხარ (მორალურად, დამოკიდებულებით, მსოფლმხედველობით);

და 2 - როდესაც შენ თავად ირჩევ ადამიანთა ჯგუფს... ირჩევ მიზანმიმართულად... და ისინიც გირჩევენ. გირჩევენ და მათი მოტივაციაა ინფორმაციის გაყიდვა/გაცვლა/დაბარტერება/ სარგებლის მიღების მიზნით, ცხადია. და შენი მოტივაციაა ინფორმაციის მიღება ამ "საინტერესო ჯგუფისგან". შემდეგში გამოყენების მიზნით, და მკითხველის ნებართვით შენს მიზნებსაც "გავშლი":

მიზანი 1 - პიარი, და საზოგადოების ყველაზე "უწი-პუწი" ნაწილის ყურადღების მიქცევა ამორალური ადამიანების მხილებით. ადამიანებისა, რომელმაც ოღონდ შოუ ნახონ. მერე რა, რომ ეს სხვისი ცხოვრების პირადი ხელყოფის ხარჯზე ხდება...

მიზანი 2 - კვლავ პიარი, - ფართო მასებზე შთაბეჭდილების შექმნა, რომ ნახეთ, ლალი რა ქალია, ამხელს, ის წინ აღუდგება ბოზებს, პიდერებს, ამორალურებს, ოხ, მე მაგათი...

მიზანი 3 - შანტაჟი.

აი მეც კი, რომელიც ამ წერილის წაკითხვის შემდეგ "ნასკებიდან ამოვხტი", არც ერთი კატეგორიის მსხვერპლად არ განვიხილავ თავს, მაგრამ გამაღიზიანა  თქვენი აღმატებულების ომახიანმა ტონმა ამა ქვეყნის ზნედაცემული ადამიანების მხილებაზე, მინდა გულწრფელად დავიჯერო, რომ ჩემი ვარაუდებიდან მესამე ვარიანტი მხოლოდ ჩემი ბინძური აზრია. აზრი, რომ შენ, პოლიტიკური ან რაიმე უარესი სპეკულირების ხარჯზე შეგიძლია სხვების "ამორალურობა", ან თუნდაც ამორალურობა - ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე, რაიმე ინსტრუმენტად გამოიყენოთ...

მივუყვები თქვენს წერილს.

თქვენ წერთ, ციტატა: ჟურნალისტური და ანალიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე ბევრი ინფორმაცია ჩემთან იყრიდა თავს, მაგრამ ის რაც დღეს მოვისმინე ყველანაირ მოლოდინს გასცდა. მეტიც, ზურგს უკან პატარა ლამაზი ფრთებუნები ამომიწვერა, რომ არა ეს "სასოწარკვეთილი ისტორიები" ანგელოზის ფრთებზე არასოდეს მექნებოდა პრეტენზია, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია!, - ციტატის დასასრული.

დიახ, ლალი, ჩემი წერილის დასაწყისში ვამბობ, და კიდევ გავიმეორებ, რომ ადამიანები ვაძლევთ საკუთარ თავს იმის უფლებას, რის უფლებასაც საკუთარი მორალი გვაძლევს და გეთანხმებით, ყველაფერი შედარებითია... შეიძლება ვინმე საკუთარ თავს სხვისი მკვლელობის უფლებას აძლევდეს, და მეორე - უბრალოდ სხვას აძლევდეს (ვფიქრობ, მიმიხვდებით ინტერპრეტაციას), მაგრამ ეს არც თქვენი, და არც თქვენი დასაყრდენი საზოგადოების განსასჯელი არ არის (ამის რეგულაციისთვის ადამინებმა კანონი დიდი ხნის წინ შემოიღეს)... ბებიაჩემიც მიიჩნევდა, რომ ქალი სამჯერ-ოთხჯერ რომ გათხოვდებოდა, ბოზი იყო, მაგრამ ბებიაჩემის მორალი, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს მორალთან "არ ჯდება".

არ მინდა, ეს წერილი, თქვენს მუქარის საპასუხოდ ჰუმანურ ნოტაზე დაწერილი, გრძელ, მომაბეზრებელ ნაჯღაბნად გადაიქცეს (მადლობა რედაქციას შესაძლებლობისთვის, რომ საერთოდ მომეცა შანსი გიპასუხოთ და არ ვისარგებლებ მათი კეთილი ნებით ბოროტად) და ერთიანად ვუპასუხებ თქვენი მუქარის ყველაზე დრამატულ ნაწილს, თუმცა მანამდე ციტატა თქვენივე საჯარო მუქარიდან:

"ამდენი ელიტური მეძავი,(მობილურში "მამაშას" რომ პადრუგას, თანამშრომელს, ეძახიან და კიდევ "უშკით" ესუფიქსებიან) ამდენი თვალებკვარკვალა მეოჯახე ბოზი, ამდენი თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრების პიკანტურ-დელიკატური ფირზე აღბეჭდილი.

უხერხულობა, ამდენი "არატრადიციული "ნამდვილი ქართველი",ამდენი კამასუტრის "პერედოზი" და სასწრაფო დახმარებით აღდგენილი ყოფიერება, (ახლა რა გეშველებათ, რიგში რომ მოგიწევთ დგომა და ამასობაში ოჯახიც დაგადგებათ?)ამდენი საკმეველის ტრიალი დღისით და ღამე მრუშობა, მრუშობა, მრუშობა... ამდენი ჭუჭყი და ამდენი თვალთმაქცობა!!!

მოკლედ ეს რა ვნახე!!! თავიდან დავიბადე!!!

ამდენი მოგზავნილი, მიგზავნილი და გადაგზავნილი...

ხოდა გაფრთხილებთ, ვინც "აქ" და "იქ" ყველაზე ძალიან მორალისტობთ, ყველაზე მეტად გაქვთ გასვრილი უკანალი!!!!!

ხომ იცით, დუმილი ჩემი "კოზირი" არ არის, ვიტყვიიიიი, ყველაფერს ვიტყვიიიი, დავწერ ყველაფერს დავწეეეეერ!!!

ამიტომაც თქვენით აორთქლდით!!!", - ლალი მოროშკინას წერილიდან ციტატის დასასრული.

ლალი, არ ვიცი, რა ჭუჭყი, რა სიბინძურე, რა თვალთმაქცობა ნახეთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ადამიანებს, რომლებიც მორალისტობენ, მაგრამ საპირისპიროს აკეთებენ, ღმერთი გადაუხდის სამაგიეროს. აქ გეთანხმებით: დიახ, ამაზრზენია, როდესაც ერთი ადამიანი განსჯის მეორეს სახალხოდ, საჯაროდ იმაზე, რაც თავად უკეთებია; მაგრამ მინდა დაფიქრდეთ, დარწმუნებული ხართ, რომ ღმერთ სურს თქვენი ხელით "მიუსაჯოს"? დაფიქრდით ამაზე...

დაფიქრდით, როდესაც ამბობთ, რომ დაწერთ, ყველაფერს დაწეეეეერთ (ყველა "ე" ლალის ნათქვამიდან არის ციტირებული, მე არ გამიზვიადებია).

გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენი "ყველაფერს ვიტყვიიიი, დავწერ ყველაფერს დავწეეეეერ!!!"-ით ადამიანების უბედურების ნახვით "დახამებული" მაყურებლის/მკითხველის თვალში ამაღლდებით. ისინი ნახავენ შოუს, თქვენ გახდებით სუპერვარსკვლავი, ქართლის მორალის დედა... ქალი, რომელმაც ამხილა (ღმერთმანი, შთამბეჭდავად ჟღერს), მაგრამ რა ტკივილს მიაყენებთ თქვენი "ლისტის" ირგვლივ არსებული ადამიანების მშობლებს, ცოლებს, ქმრებს, შვილებს, ან თავად მათ, ვინც თქვენი თქმით, ფირზე არიან ასახული, როგორ "სასაძაგლობენ", ან სასაძაგლობენ, თუ გნებავთ, ბრჭყალების გარეშე...

გიფიქრით იმაზე, რომ შესაძლოა იმ ადამიანებმა, რომლებიც თქვენ მიერ "დედა, ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა" ქცევებში არიან დაფიქსირებულნი, ვერ გაუძლონ თქვენ მიერ გავრცელებულ წერილობით, ან ვიდეო ჩანაწერების "გაბაზრებას", რომელიც საზოგადოებაში მათ დააკნინებს, დაამცირებს, გარიყავს... გულს ატკენს (და არა გადატანითი მნიშნვნელობით) ოჯახის უახლოეს წევრებს, დაუნგრევს მათ სამუდამოდ ცხოვრებას, რეპუტაციას სოციუმში, რომელიც ისედაც "შორენებისთვის" ტალახის სროლისთვის მუდმივად მოტივირებულია და საერთოდ, გამორიცხავთ, რომ ამ სტრესის შემდეგ მათ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულონ?

ლალი, დიახ, გეთანხმები, რომ ადამიანები ხშირ შემთხვევაში ამორალურები არიან.

გეთანხმები, რომ ისინი ბოზობენ.

დიახ, ზოგჯერ ისინი მრუშობენ, თვალთმაქცობენ...

ზოგჯერ ისინი როგორც შენ იტყოდი, "კამასუტრის "პერედოზით" სასწრაფო დახმარების ამარა რჩებიან.

მაგრამ...

ყოველთვის, როდესაც შენ, ლალი მოროშკინა ადამიანებს მუქარას გაუგზავნი, დაფიქრდი საკუთარ მორალზე: გიღირს, რომ ერთეულების გამო დაავადმყოფო და მოკლა მათი დედები, მამები, ცოლები, შვილები, ქმრები... შეურყიო მათ საგვარეულოს რეპუტაცია სამრავალთაობოდ?

მაგრამ დასაწყისში ვთქვი და ამითვე დავასრულე, ადამიანები ყოველთვის აკეთებენ იმას, რისი გაკეთების უფლებასაც საკუთარი მორალი აძლევს. და თუ შენ გაძლევს შენი მორალი იმ შედეგებზე პასუხისმგებლობის უფლებას, რომელიც დრამატიზების გარეშე ჩემს საპასუხო წერილში ავღნიშნე, გააკეთე.

პ.ს. ვიცი, რომ წამოვა საპასუხო კომენტარები, რომ "აეწვა", "ესეც ერთ-ერთი მათგანია" და სხვა... მაგრამ ვიცი, რომ იქნებიან ადამიანებიც, რომლებიც დაუშვებენ, რომ ჩემნაირი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აღარ უნდა შანტაჟირებული, პორნო-ვიდეოებით შერცხვენილი ადამიანების ტრაგედიების ნახვა. ამ ქვეყნის მომავლის "დაპაუზება" იმ ადამიანების ხარჯზე, რომელბმაც ოღონდ სხვისი უბედურება ნახონ... რადგან ყველა ამორალური საქციელი მათთვის, ვინც მისი, ან სოციუმის დაშვებით ამორალურს აკეთებს, აპრიორი ტრაგედიაა", - ნათქვამია წერილში, რომელის გამოქვეყნების თხოვნით Ambebi.ge-ს მკითხველმა მიმართა.

ასევე იხილეთ: ლალი მოროშკინა ელიტარულ მეძავებს, "მეოჯახე ბოზებს" და თანამდებობის პირებს სექსუალური სცენების გასაჯაროებით ემუქრება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია