რას ფიქრობენ ცნობილი ქართველები ''კაზანტიპზე''

რას ფიქრობენ ცნობილი ქართველები ''კაზანტიპზე''

საქართველოში ფესტივალ ''კაზანტიპის'' ჩატარებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მოწინააღმდეგეებს შორის არის ქართული ეკლესიაც. ბევრი სასულიერო პირის მოსაზრებით, მარიამობის მარხვაში ''კაზანტიპის'' ჩატარებას მხოლოდ ცუდი შედეგის მოტანა შეუძლია. ანაკლიელები კი, რომლებსაც ბიზნესის გაფართოების შანსი მიეცათ, ფესტივალის გამართვას დიდი ენთუზიაზმით ემხრობიან.

''კაზანტიპის'' გარშემო ატეხილი სკანდალის გამო დაატოვებინეს თანამდებობა ტურიზმის დეპარტამენტის უფროს გიორგი სიგუას, რომელიც ამჟამად ფესტივალის ორგანიზების საქმეშია ჩართული.

გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რას ფიქრობენ ცნობილი ქართველები ''კაზანტიპზე'', რომელიც 20 აგვისტოდან აიღებს სტარტს.

გიორგი ბახუტაშვილი, მსახიობი:

- ვიცი, რომ ძალიან კარგი ფესტივალია. კარგი იქნება, თუ შედგება თანამშრომლობა და საქართველოში ეს ფესტივალი შემდეგშიც ჩატარდება. ფესტივალი ცალსახად დადებითად იმოქმედებს ეკონომიკაზე. ზღვისპირეთიდან ამდენ ფულს, რასაც ეს ფესტივალი მოიტანს, ქვეყანა წლების განმავლობაში ვერ იშოვის.

- ეკლესია ეწინააღმდეგება ფესტივალის ჩატარებას. ამბობენ, რომ ''კაზანტიპი'' გარყვნილების პროპაგანდაა.

- არ მგონია, ადამიანი მოწოდებით ირყვნებოდეს. გარყვნილებაც და პატიოსნებაც სხვა რაღაციდან მოდის. შეიძლება, ეკლესიის აზრი გასათვალისწინებელია, სიმართლე გითხრათ, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი არ მიფიქრია, უბრალოდ, ასეთია ჩემი პირველი პოზიცია გარყვნილების პროპაგანდასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნისთვის ეს ფესტივალი კარგი იქნება.

- კლუბური გართობა მოგწონს?

- იშვიათად, მაგრამ არის მომენტები, როდესაც კლუბში წასვლა მინდება. ''კაზანტიპზე'' გამგზავრებას თუ დავაპირებ, აუცილებლად ჩემს მეუღლესთან ერთად წავალ. კლუბშიც ვყოფილვარ მასთან ერთად. ასევე არის მომენტები, როდესაც ჩანჩქერზე, ბუნებაში ჩემს ძმაკაცებთან ერთად წასვლა და ქეიფი მინდება. ეს აბსოლუტურად არ უშლის ხელს ერთმანეთს და არ მგონია, რომ კლუბში ყოფნისას ვირყვნები და ბუნებაში ფეხშიშველი სიარულისას - ჭეშმარიტი ქართველი ვხდები.

- აპირებ ფესტივალზე წასვლას?

- ''კაზანტიპზე'' კი არა, ყველაგან წავიდოდი, ოღონდ დამესვენა. სამწუხაროდ, ამ ზაფხულს დასვენებას ვერ მოვახერხებ. სულ ვმუშაობ. დრო რომ მქონოდა, შევივლიდი და ჩემი თვალით ვნახავდი, როგორ მიმდინარეობს ''კაზანტიპის'' პირველი და შესაძლოა, უკანასკნელი სეზონი საქართველოში.

სოფია სებისკვერაძე, მსახიობი:

- ვფიქრობ, რომ ფესტივალის ჩატარება ძალიან კარგი იქნება ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ჩამოვა უამრავი ტურისტი. ვერანაირ გარყვნილებას ვერ ვხედავ იმაში, რომ ადამიანმა მოუსმინო მუსიკას და იყო მეგობრებთან ერთად. ის, რაზეც იყო კამათი, შესაძლებელია, ნებისმიერ კურორტზე მოხდეს. ვისაც ნარკოტიკების მოხმარება უნდა, ნებისმიერ ადგილას შეუძლია. ჩემი აზრით, ფესტივალს მხოლოდ მუსიკალური დატვირთვა აქვს და სხვა დანარჩენი გაბუქებულია.

ფესტივალებზე ვყოფილვარ და მსგავსი რამ არ მინახავს. სიახლეებს ადამიანები ყოველთვის შიშით ხვდებიან, მაგრამ მე მაინც ვერ ვხვდები, ფესტივალთან დაკავშირებით ამხელა აგრესია ვის აწყობდა.

- მიდიხარ ფესტივალზე?

- სიამოვნებით წავიდოდი. თუ ჩემი მეგობრები წავლენ, შეიძლება, მეც გავემგზავრო ანაკლიაში.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია