რა მოხდება "კაზანტიპზე" მომდევნო 10 დღე - სრული პროგრამა

რა მოხდება "კაზანტიპზე" მომდევნო 10 დღე - სრული პროგრამა

ანაკლიაში კაზანტიპი დღეს, 21:00 საათზე გაიხსნება. როგორც Ambebi.ge-ს ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, ელექტრონული მუსიკის ფესტივალში მონაწილეობას როგორც უცხოელი, ისე ქართველი შემსრულებლები მიიღებენ.

"რესპუბლიკა კაზანტიპი ელოდება ყველას, ვინც აფასებს ნამდვილ ელექტრონულ მუსიკას და დანარჩენ დღეებში უფრო მეტ სიურპრიზებს ჰპირდება რესპუბლიკა Z-ის ყველა სტუმარს", - აცხადებენ ორგანიზატორები.

რაც შეეხება 10 დღის განმავლობაში დაგეგმილ ძირითად დღესასწაულებს, მათივე ინფორმაციით, 20, 21, 22 აგვისტოს გაიმართება "ახალმოსახლეობა", 20, 22, 26, 30 აგვისტოს – "ბუშტების დღე" (რესპუბლიკის მოსახლეობა, ყველა სათითაოდ ბუშტზე აწერს თავის სურვილს და მზის ჩასვლისას ჰაერში უშვებს), 24-29 აგვისტოს - "ნანო ფილმების ფესტივალი", ხოლო 30 აგვისტოს – "ფინალური აპოფეოზი".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია