ირაკლი ღარიბაშვილს თავზე წყლის გადასხმა შესთავაზეს - გახდება თუ არა პრემიერი სახელგანთქმული ფლეშმობის მონაწილე

ირაკლი ღარიბაშვილს თავზე წყლის გადასხმა შესთავაზეს - გახდება თუ არა პრემიერი სახელგანთქმული ფლეშმობის მონაწილე

მსახიობები, სპორტსმენები და სხვა სფეროს წარმომადგენლები ბოლო რამდენიმე კვირაა, ერთმანეთს ცივი წყლის გადასხმაში ეჯიბრებიან. შეჯიბრის არსი მდგომარეობს შემდეგში: ის, ვინც თავზე ცივ წყალს გადაისხამს, თავის სამ მეგობარს იწვევს მსგავსი ქმედების გასაკეთებლად, თუ ისინი უარს იტყვიან, მაშინ ALS-ს ფონდში 100 დოლარი უნდა ჩარიცხონ. რამდენიმე საათის წინ მსგავსი ვიდეო მარკ ცუკერბერგმაც გამოაქვეყნა და თავზე ცივი წყალი გადაისხა. ამ შეჯიბრში მან კოლეგა შერილ სანდბერგი, Netflix-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი რიდ ჰეისტინგსი და ბილ გეითსი გამოიწვია.

ფლეშმობს უკვე შეუერთდა "პალიტრამედიაც". გადაცემა "ინტერნეტპალიტრის" წამყვანმა, თამთა ასათიანმა წყალი პირდაპირ ეთერში გადაისხა. თამთა ასათიანმა ფლეშმობში მონაწილეობისთვის ასევე "პალიტრა TV"-ს წამყვანები - მერაბ მეტრეველი, პროვოკატორი და მარიკა დარჩია გამოიწვია.

ვიდეო

რაც შეეხება "პალიტრის" მარკეტინგის დირექტორს, თამთა ასლანიშვილს, მან ფლეშმობში მონაწილეობის მორიგ ადრესატებად დაასახელა: ირაკლი ქაშიბაძე - ეკონომიკის სამინისტროდან, ვაჟა თავბერიძე - "პალიტრამედიადან" და ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს პრემიერ მინისტრი. თამაშის თანახმად, მათ ან გამოწვევას უნდა უპახუსონ, ან თანხა საქველმოქმედო საიტზე გადარიცხონ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია