"კაზანტიპი - შიდსის სასიკვდილო კერა" - სასულიერო პირების აქცია პარლამენტის შენობასთან

"კაზანტიპი - შიდსის სასიკვდილო კერა" - სასულიერო პირების აქცია პარლამენტის შენობასთან

თბილისში, პარლამენტის შენობასთან "კაზანტიპის" ფესტივალის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციაში მონაწილეობას სასულიერო პირები და მოქალაქეები იღებენ. პარლამენტთან მიტანილი აქვთ ტრანსპარანტები წარწერით - "ვთხოვთ ხელისუფლებას არ დაუშვას გარყვნილების ქადაგება", "ნუ გადავაქცევთ საქართველოს სოდომ-გომორად", "კაზანტიპი შიდსის სასიკვდილო კერა", "დავიცვათ ჩვენი შვილები სულიერი და ფიზიკური სიკვდილისგან", "კაზანტიპი გარყვნილებისა და ნარკომანიის ბუდე" და "კაზანტიპი გარყვნილებაა".

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, შირმაა თითქოს ეს არის მუსიკალური ფესტივალი, რეალურად კი, ეს გარყვნილების პროპაგანდაა.

"იქ ხდება გარყვნილების პროპაგანდა. ხდება ამორალური საქციელი, ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ ფესტივალის ჩატარება საქართველოში აიკრძალოს და ქვეყნიდან გააძევონ ნიკიტა მარშუნოკი. ჩვენ ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, რომ არ დაუშვას ეს გარყვნილება, რადგან ქვეყანაში, სადაც მართლმადიდებლობას ქადაგებენ, არ შეიძლება ასეთი ამორალური ფესტივალების ჩატარება", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ისინი პარლამენტის შემდეგ მსვლელობით კანცელარიასთან გადაინაცვლებენ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია