"შინის" სოლისტი "კაზანტიპის" საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობს

"შინის" სოლისტი "კაზანტიპის" საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობს

ის ინფორმაცია, რომელიც მე მოვიძიე "კაზანტიპის" ფესტივალთან დაკავშირებით მეუბნება, რომ ეს ფესტივალი უნდა გავაპროტესტო , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯგუფი "შინის" სოლისტმა ზაზა მიმინოშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მუსიკა არის მხოლოდ აკომპანიმენტი, შინაარსი კი სულ სხვაა.

"ამ ფესტივალს ცალსახად ვაპროტესტებ. მე ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში გავერკვიე რა ხდება. მოვიძიე ინფორმაცია, რომელიც მეუბნება, რომ აქ უნდა ვიყო. შევუერთდე ამ მოძრაობას და გავაპროტესტო "კაზანტიპის" ფესტივალი. მე არ მინდა, რომ ჩემი შვილები, ახალგაზრდები ამ ფესტივალში იღებდნენ მონაწილეობას. რაც შეეხება ამ ფესტივალის მუსიკალურ მხარეს, მუსიკა არის მხოლოდ აკომპანიმენტი, შინაარსი კი რეალურად სულ სხვაა", - განაცხადა მიმინოშვილმა, რომელიც "კაზანტიპის" საწინააღმდეგო საპროტესტო აქციას ესწრება.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან სახელმწიფო კანცელარიისკენ მიემართებიან. მანამდე მათ ხელი მოაწერეს პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვის ტექსტს, რომელსაც კანცელარიაში მიიტანენ და ჩააბარებენ. ასევე კანცელარიასთან მოხდება პარაკლისის გადახდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია