ცირკი ნახერხის გარეშე: როგორ დაუბრუნებს სააკაშვილი ერს სიამოვნებაში დახარჯულ თანხებს

ცირკი ნახერხის გარეშე: როგორ დაუბრუნებს სააკაშვილი ერს სიამოვნებაში დახარჯულ თანხებს

გუშინ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, მისი 7 პიჯაკი და ქაშმირის პალტო მთავრობის კანცელარიას გაეგზავნა. ექს-პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პროკურატურამ ის კოსტუმების და ქაშმირის პალტოს სახელმწიფოს ხარჯზე შესყიდვაში დაადანაშაულა. მთავრობის კანცელარიამ ეს "წმინდა ტვრითი" არ მიიღო. მეტიც, მას ძონძები უწოდა და პატრულს გადასცა, რომელმაც ძვირფასი საქონელი უკან დააბრუნა პატრონთან. ამიტომ გონივრული ეჭვი მაქვს, ეს პიჯაკები ბოლოს ისევ დიზაინერს წრეზე დაუბრუნდება და მერე მართლა სათითაოდ უნდა დაწვა კოცონზე, ვინც ბრუნოს არ უჯერებდა, რომ დედამიწა ბრუნავს.

ისე, ჩვენში დარჩეს, იმ კოსტუმებს არაფერი ეტყობოდა იმ ფასისა, რასაც პროკურატურა ამბობს და დავიჯერო, ბატონი მიხეილი გვატყუებს და სხვა კოსტუმების შემოსაღება უნდა?!

როგორც ბიზნესში ჩახედული ადამიანები ამბობენ, კოსტუმების უკან დაბრუნება დიდ ცვლილებას შეიტანს მეორადი საქონლის ბაზარზე, რადგან დიდი ალბათობით, ექს-პრეზიდენტი მათ აღარ ჩაიცვამს და ისინი სწორედ ზემოთ აღნიშნულ ბაზარზე ჰპოვებენ ნავსაყუდელს.

გარდა კოსტუმებისა, ბატონ მიხეილს პროკურატურა სხვა ბევრ რამესაც ედავება და ძალიან მაინტერესებს, მათ დაბრუნებას როგორ აპირებს. მე შემოგთავაზებთ დაბრუნების ჩემეულ ვერსიებს:

ესპანელი მზარეულისთვის ათასობით ლარის მიცემა - ალბათ, სააკაშვილი 2-3 თვე საერთოდ არაფერს შეჭამს და საჭმელს ქვეყანას გამოუგზავნის;

სხვადასხვა ქვეყნის სასტუმროებში გადახდილი ათასობით ლარი - სააკაშვილი რამდენიმე თვე არ დაიძინებს და ამ პერიოდში ქვეყნისთვის სასარგებლო შრომას მიჰყოფს ხელს.

ეპილაციასა და ბოტოქსში დახარჯული ათასობით ლარი - პრეზიდენტი ააშენებს ქარხანას,  სადაც გამოუშვებენ ეპილატორს "ნმ" (ნაციონალური მოძრაობა), რომელიც უფასოდ დაურიგდება ყველას, ვისაც კი ბეწვი აწუხებს, ხოლო რაც შეეხება ბოტოქსის ღირებულების უკან დაბრუნებას, აქ რას მოიფიქრებს მისი ნათელი გონება, ამაზე დღემდე კვლევა მიდის მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებში.

ბატონ ექსს ედავებიან მკერდითმხატვრის ნახატში 15 000 ლარის გადახდას - სააკაშვილი საკუთარი მკერდით შექმნის ტილოს "9 წელი" და გაყიდულ თანხას სრულად ქველმოქმედებას მოახმარს, ან არის მეორე ვარიანტიც - კიდევ ერთხელ დაახატვინებს, ფარულად გადაიღებს ხატვის პროცესს და გვაყურებინებს.

თურმე ნუ იტყვით და ბატონ მიხელს საათებიც ჩვენს ხარჯზე შეუძენია. ამის სანაცვლოდ ის აპირებს ყველა ქართველს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში გასცეს პასუხი კითხვაზე - რომელი საათია?!

ბატონი მიხეილი მასაჟებსაც არ იკლებდა, მოგეხსენებათ, ახლა ისე უჭირს, რომ მეგობრები არჩენენ. ამიტომ უთქვამს, მე იმ მასაჟების ფულს ვერ დავაბრუნებ და სამაგიეროდ, ვისაც გაგიხარდებათ, ყველას გაგიკეთებთ მასაჟსო.

ჩემი მოკრძალებული აზრით, სწორედ ასე მოხდება იმ ყველაფრის დაბრუნება, რაც მან წაგვართვა. რაც შეეხება ქართველობას, ამას ევროპა გვართმევს და ბატონ მიხეილს ამას ნუ დავაბრალებთ.

მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მიჩნდება გონივრული კითხვა, სადაა ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის სამოსები, როგორიცაა - ექს-პრეზიდენტის მწვანე კომბინიზონი, რომლითაც ბაკურიანში შეხვდა ინვესტორებს; სადაა ექსის მუხლებამდე საცვალი, რომლითაც დაეჯახა და კინაღამ დაახრჩო მისი გულშემატკივარი ქალბატონი; სადაა ფორმულა ერთის პილოტის კომბინიზონი. ნუთუ ასეთი მნიშვნელოვანი ექსპონატები დაკარგულია?!

პ.ს. ისე, ბატონო მიხეილ, ამდენ რამეს ყიდულობდით და ნახერხიც რომ გეყიდათ? მერე მოგეპნიათ, თორემ სად გინახავთ ცირკი ნახერხის გარეშე?!

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია