ირაკლი ღარიბაშვილი "პალიტრა მედიის" თანამშრომლის გამოწვევას იღებს და "წყლის გადასხმის აქციაში" ერთვება

ირაკლი ღარიბაშვილი "პალიტრა მედიის" თანამშრომლის გამოწვევას იღებს და "წყლის გადასხმის აქციაში" ერთვება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "პალიტრა მედიის" თანამშრომლის თამთა ასლანიშვილის გამოწვევას იღებს და "წყლის გადასხმის აქციას" უერთდება. ამის შესახებ პრემიერის ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდზე" გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"აქცია, რომელიც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს და რომელშიც უკვე ჩართულია ათასობით ადამიანი, არის ჰუმანურობის, სიკეთის კეთებისა და სოლიდარობის შესანიშნავი მაგალითი, როდესაც მთელი საზოგადოება, მიუხედავად სტატუსისა, ერთი მიზნისთვის ერთიანდება.

სწორედ "სიკეთე გადამდებია" არის ჩვენი ინიციატივით შექმნილი "სოლიდარობის ფონდის" მთავარი ლოზუნგი. მე ვიღებ ამ გამოწვევას და რადგან დღეს ვარ საქართველოს მთავრობის მეთაური, თანხას არა ერთჯერადად, არამედ ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან ვრიცხავ სწორედ "სოლიდარობის ფონდში", რომელიც დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო ძალისხმევით ძალიან მალე ბევრ ადამიანს დაეხმარება.

აქციის წესების თანახმად, სოლიდარობის საყოველთაო საქველმოქმედო აქციაში ვიწვევ ჩემს კოლეგებს საქართველოს მთავრობიდან და რა ფორმით ჩაერთვებიან აქციაში, ეს თავად მათი გადასაწყვეტია", - აღნიშნულია პრემიერის ოფიციალურ გაცხადებაში.

პრემირ-მინისტრი "პალიტრა მედიის" თანამშრომელმა თამთა ასლანიშვილმა გამოიწვია. ambebi.ge დაუკავშირდა პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს, რათა გაერკვია, აპირებს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი ყინულიანი წყლის გადასხმას, თუმცა პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ იმის მეტს, რაც განცხადებაშია ნათქვამი, ვერაფერს გვეტყვიან.

"Ice Bucket Challenge" საქველმოქმედო მოძრაობაა, რომელშიც ბოლო თვეებია ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩაერთნენ. წესების მიხედვით, მონაწილემ ერთი სათლი ყინულებიანი წყალი თავზე უნდა გადაისხას, მანამდე ის ასახელებს იმ ადამიანს, ვინც იგი გამოიწვია და ასახელებს მათაც, ვისაც ის იწვევს. წყლის გადასხმა უნდა გადაიღოს და სოციალური ქსელით გაავრცელოს. გამოწვევის შესასრულებლად მას 24 საათი აქვს.

წესების მიხედვით, თუ მონაწილე უარს იტყვის ცივი წყლის გადასხმაზე, მან თანხა უნდა გადარიცხოს ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციაში "ALS Association", რომელიც ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. მონაწილეს ასევე შეუძლია გადაისხას წყალი და გადარიცხოს ფულიც. წესების მეორე ვერსიის მიხედვით, იმ შემთვხვევაში, თუ მონაწილე წყლის გადასხმაზე უარს არ იტყვის, მას შეუძლია მხოლოდ 10 დოლარი გადარიცხოს, ხოლო თუ წყალს არ გადაისხამს, 100 დოლარის გადარიცხვა ევალება.

აღნიშნულ აქციას ცნობილი ადამიანებიც შეუერთდნენ, მათ შორის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომელმაც ბილ კლინტონი გამოიწვია.

"წყლის გადასხმის აქციას" საქართველოშიც არაერთი მიმდევარი გამოუჩნდა. "წყლის გადასხმის აქციით" მოქალაქეები ფონდ wehelp- ს ეხმარებიან, რომლის მთავარი მისიაა სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ბენეფიციარები საზოგადოების ფართო მასებთან ონლაინ სივრცის მეშვეობით დააკავშიროს.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია