საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები სტუმრად ჩეხეთთან 86:67 დამარცხდა. ამ დამარცხების შემდეგ იგორ კოკოშკოვის გუნდი 2 გამარჯვებითა და ორი მარცხით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის E ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს, პირველ-მეორე ადგილებზე ჩეხეთი და უნგრეთი არიან. იმისთვის, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს მომდევნო ორ შეხვედრაში, რომელსაც თბილისში უნგრეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს, გამარჯვება უნდა მოიპოვოს. მომდევნო თამაშს ქართველი კალათბურთელები 24 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში უნგრეთის წინააღმდეგ გამართავენ.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, საქართველოს ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში აგებდა, რამაც საბოლოო შედეგიც განაპირობა. ქართველი კალათბურთელები ჩეხეთთან 19 ქულით დამარცხდნენ, შესაბამისად ამ გუნდთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა მეტოქე გუნდს აქვს.

საქართველოდან 17-17 ქულა მოაგროვეს თორნიკე შენგელიამ და ვიქტორ სანიკიძემ. გუნდის ლიდერმა ზაზა ფაჩულიამ მხოლოდ 10 ქულა ჩააგდო. დანარჩენი ქულები შემდეგმა კალათბურთელებმა მოაგროვეს: გიორგი ცინცაძე - 9, ლევან ფაცაცია - 5, ბექა ბურჯანაძე - 5, გიორგი შარაბიძე - 4.

ჩეხეთიდან საუკეთესო 16 ქულით ტომაშ სატორონსკი იყო, ასევე კარგი შედეგი ქონდათ პაველ პუმპრლას (15), ჟირი ველშს (13), პაველ ჰოუსკას (13) და პატრიკ აუდას (12).

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია