მართვის მოწმობა ცუდი წესით ავიღე, არ მიყიდია, მაგრამ ''ჩავაწყვე'' - დეპუტატი ანი მიროტაძე

მართვის მოწმობა ცუდი წესით ავიღე, არ მიყიდია, მაგრამ ''ჩავაწყვე'' - დეპუტატი ანი მიროტაძე

სანამ მოქმედი ჟურნალისტი იყო, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობდა. როცა ძალიან ეჩქარებოდა, მამა ითავსებდა მისი მძღოლის ფუნქციას. მერე თავადაც ისწავლა მართვა და საკუთარი დანაზოგით შეიძინა პირველი მანქანა, ''ფორდ-მონდეო''. მერე ''მერსედესიც'' ჰყავდა. ახლა პარლამენტარი ანი მიროტაძე ''მიცუბიში-პაჯეროს'' საჭეს უზის.

- ანი, პირველად რა ასაკში მიუჯექი საჭეს?

- მანქანის მართვა მამამ მასწავლა, მაშინ სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა. მართვა მექანიკაზე ვისწავლე. მართვის მოწმობა ცუდი წესით ავიღე, იმ თაობას ვეკუთვნი, უგამოცდოდ რომ იღებდნენ მართვის მოწმობებს, რომ ყიდულობდნენ ე.წ. ''პრავებს''. არ მიყიდია, მაგრამ ''ჩავაწყვე''. თეორიის რა გითხრათ, მაგრამ საჭესთან რომ დავჯექი, მანქანის მართვა უკვე ვიცოდი.

- რომელი იყო შენი პირველი მანქანა?

- ეს იყო მექანიკა, ''ფორდ-მონდეო'', რომელიც ჩემი ფულით ვიყიდე. საკუთარ მანქანაზე 2003 წლიდან დავჯექი. მანამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობდი, ძალიან რომ მეჩქარებოდა, ისე ძალიან, რომ ტაქსიზე სწრაფად უნდა მივსულიყავი, მამას ვთხოვდი ხოლმე და მას მივყავდი ინტერვიუზე. რა ექნა, სხვა გზა არ ჰქონდა, ის იყო ჩემი მძღოლი. ზოგჯერ თავად ვჯდებოდი მამის მანქანაზე. მოგეხსენებათ, ჟურნალისტებს ტაქსის ფული ყოველთვის არ გვქონდა, ხშირ შემთხვევაში არ გვემსახურებოდა სამსახურის მანქანა და იყო ისეთი გადაღებები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ მიხვიდოდი.

- რა იყო მთავარი სირთულე, როცა საჭეს პირველად მიუჯექი?

- არ ვიბნევი და არც მაშინ ვიბნეოდი. ზოგადად, თუ ყოველდღიურად არ გიწევს მართვა, გადაჩვევა იცის. დიდი მნიშვნელობა აქვს, შენს მანქანას მართავ თუ სხვისას. შენსას უკეთ მართავ, შეჩვევა იცის, შენიანია თითქოს. მთავარი სირთულე? არ ვიცი, ალბათ ის, რომ სისწრაფე მიყვარს.

- ამის გამო პრობლემები ხომ არ გქონია?

- არა. ორჯერ მქონდა მსუბუქი შეჯახება, მაგრამ ორჯერვე ისეთი სასაცილო შემთხვევა იყო, ავარიადაც არ მიმაჩნია.

- გვიამბე სასაცილო შეჯახებებზე...

- ერთხელ სამარშრუტო ტაქსის გავუსვი. გვერდით მამაჩემი მეჯდა, მეუბნებოდა, მანქანას აფუჭებო და ვამშვიდებდი, არა უშავს-მეთქი. გავაჩერე, ბოდიში მოვუხადე მძღოლს, დამნაშავე ვარ, რა ვქნათ-მეთქი. 50 ლარი მომეცი და მე გავაკეთებო, მითხრა. მივეცი და გავაგრძელე გზა. მეორე შემთხვევა უფრო სასაცილოა. ჩემი ავტოფარეხიდან გამომყავდა მანქანა და ავტოფარეხის კარს გავუსვი. არადა, საკმაოდ დიდი, 56 კვადრატული მეტრია ფარეხი. ისე მრცხვენოდა ამის გამო, მთელი დღე ვფიქრობდი, რა მომეტყუებინა მამაჩემისთვის (იცინის).

- რა მოიფიქრე?

- ათასი ვერსია მქონდა, მაგრამ ვერ მოვიტყუე, ისევ სიმართლე ვარჩიე.

- ანი, შენი მეგობრები, ახლობლები როგორ გრძნობენ თავს მანქანაში, რომელსაც შენ მართავ?

- ჩემი და ძალიან კარგი მძღოლია, არასდროს არღვევს წესებს, არ ჩქარობს, კარგად იცის თეორია და მასთან ყოველთვის მშვიდად ვარ, ამიტომ ის ნამდვილად არაკომფორტულად გრძნობს თავს ჩემს მანქანაში, მაგრამ ვისაც სისწრაფე უყვარს, ჩემ გვერდით თავს მშვენივრად გრძნობს. როგორც მეუბნებიან, კარგი მძღოლი ვარ. 12 წელია, საჭეს ვუზივარ.

- კანონმორჩილი ხარ?

- კი. არ ვარღვევ საგზაო წესებს, არ დავდივარ ღვედის გარეშე, არ ვცდილობ, შუქნიშანზე სხვებს დავასწრო და პირველი გავიქცე ყვითელ შუქზე, არ ვკვეთ ღერძულა ხაზს. თუმცა ამ უკანასკნელის გამო ერთხელ გადავიხადე ჯარიმა, ძალიან მეჩქარებოდა, იმდენად, რომ ჯარიმაზეც თანახმა ვიყავი.

- პატრულთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- არანაირი. ამ 12 წლის განმავლობაში პატრულს არასდროს გავუჩერებივარ. პირიქით, მე გავაჩერე პატრული.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია