საქართველოს გავლით სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი შეწყვეტილია

საქართველოს გავლით სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი შეწყვეტილია

საქართველოს გავლით სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტი შეწყვეტილია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან აცნობეს, დევდორაკის ხეობაში ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის 1200 მმ მაგისტრალური გაზსადენი დააზიანა, რის გამოც შეწყვეტილია ბუნებრივი გაზის ტრანზიტი სომხეთში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ დაწყებულია დაზიანების ხარისხის გამოკვლევა, რომლის დადგენის შემდეგაც მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

დარიალის ხეობაში მეწყერი წუხელ ჩამოწვა. დატბორილია ყაზბეგი-ლარსის საბაჟო. ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია ორი დაკარგულის შესახებ, თუმცა, წუხელ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰესზე მომუშავე ოთხ მუშასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

დარიალის ხეობაში მეწყერი მიმდინარე წლის 17 მაისსაც ჩამოწვა. მაშინ სტიქიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია