სასკოლო სახელმძღვანელოების 80% სკოლებში უკვე გადანაწილებულია

სასკოლო სახელმძღვანელოების 80% სკოლებში უკვე გადანაწილებულია

სასკოლო სახელმძღვანელოების 80% დაბეჭდილია და საქართველოს მასშტაბით არსებულ სკოლებში გადანაწილდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის სკოლებისთვის სახელმძღვანელოების გადაცემის პროცესს დაესწრო.

მათივე ინფორმაციით, მინისტრი გასულ სასწავლო წელს გამოყენებული წიგნების ვარგისიანობით დაინტერესდა და ერთი მოსწავლისთვის განკუთვნილი წიგნების პაკეტსაც გაეცნო.

უწყების ცნობით, ახალ სახელმძღვანელოებთან ერთად, პაკეტი საუკეთესო მდგომარეობის წიგნებით არის დაკომპლექტებული და ყველა მოსწავლეს გადაეცემა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2013 წლიდან "მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას" ახორციელებს. 2014 წელს სახელმწიფო 509 651 მოსწავლეს გაუმჯობესებული ხარისხის სახელმძღვანელოებსა და სამუშაო რვეულებს უსასყიდლოდ გადასცემს.

სამინისტროს ცნობით, 2014 წლის მთავარი სიახლეებია - შემცირდა სახელმძღვანელოების წონა; გაუმჯობესებულია ქაღალდისა და საღებავის უვნებლობის ხარისხი; პირველი კლასის ყველა სახელმძღვანელო დაიბეჭდა თანამედროვე სპეციალურ საბეჭდ ქაღალდზე, რომელიც გამოირჩევა სიმსუბუქითა და გამძლეობით; თორმეტივე კლასის უსინათლო მოსწავლეები ბრაილის შრიფტით დაბეჭდილ სახელმძღვანელოებს მიიღებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია